ყინულის კუბები - ჯანსაღი კანის მარადიული საიდუმლო?

ზოგჯერ ახალი და ინოვაციური საუკეთესოს არ გულისხმობს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე სილამაზის სამყაროს ეხება, ამ ინდუსტრიაში ხომ მარადიული სილამაზის ხრიკებიდან იქმნება საუკეთესო. საუკუნის წინ, როდესაც სამყაროსთვის ჯერ კიდევ უცნობი იყო ჯეიდ როლერისა და გუა შას შესახებ, მერლინ მონრო ყოველ დილას ყინულის მასაჟით იწყებდა, ამ საიდუმლო ხრიკს მიმართავდა ლინდა ევანჯელისტა ყოველი გადაღების წინ, მოგვიანებით კი კრიოთერაპია ყოველი სპას მენიუში მოიძებნებოდა.

ყინულის მასაჟი დილის რუტინაში დღემდე რჩება ცნობილი ადამიანების საყვარელ პროცედურად, მიუხედავად იმისა, რომ ამ პროცედურის მიმართ კოსმეტოლოგთა აზრი ორად იყოფა, ის ცნობილი სპეციალისტის ჯოანა ჩეკის რჩეულ რუტინად რჩება.

ყინულის კუბების სარგებლის შესახებ სილამაზის სკოლაში დაახლოებით 30 წლის წინ შევიტყვე და დღემდე აქტიურად ვიყენებ ამ პროცედურას.

„თუმცა ეს პროცედურა ყველა ტიპის კანისთვის არაა შექმნილი, განსაკუთრებით თუკი მგრძნობიარე კანი გაქვთ ან წარსულში ლაზერით დამწვრობა გადაიტანეთ. თუ თქვენი კანი ვერ იტანს ყინულის კუბებს, მაშინ რაიმე ცივის გამოყენება უნდა სცადოთ".

ზუსტად რას აკეთებს ყინულის კუბები? - „როგორც დაზიანების დროს, ყინულს შეშუპების დასაცხრობად ვიყენებთ" - აცხადებს ჯოანა. სიცივე ან ცივი ნივთები ავიწროებს ჩვენს სისხლძარღვებს, სხეული კი ამის საპასუხოდ სისხლს აგზავნის ამ ადგილას, იმავდროულად ის ეხმარება კანს გლუვი ელფერის შექმნასა და შენარჩუნებაში.

ჯოანა ჩეკის თქმით, ყინულის კუბების ჩართვა დილის რუტინაში სახეზე შრატის დატანის შემდეგ დგება, გამომდინარე იქიდან, რომ ყინული ეხმარება კანს შეკუმშვაში, ის წამიერად იწოვს სახეზე უწინ დატანილ პროდუქტს.

ზევით