#მოდა

Yves Saint Laurent-ის ფილოსოფიით შთაგონებული კოლექცია ენტონი ვაკარელოსგან

გაზიარება:

გასულ ღამეს, ენტონი ვაკარელომ ელეგანტურობით, დახვეწილობითა და გრაციით შთაგონებული Yves Saint Laurent-ის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია წარადგინა პარიზში. Saint Laurent-ის ჩვენების ლოკაციები ყოველთვის დრამატიზმით გამოირჩევა, არც ეს შემთხვევა ყოფილა გამონაკლისი, მოდის სახლის ავთენტურობის გამოძახილით შექმნილი სილუეტები, კრატიული ხელმძღვანელის მითითებით Place de Varsovie-ში გამოჩნდა, გიგანტური ჭაღები ჩვენების მთავარი გმირები გახლდნენ.

„ბოლო ორი წელია არქივს არ ვუყურებ. მომწონს Yves Saint Laurent-ის გამოწვევის იდეა გარკვეული მითითების გარეშე. ეს უფრო გამოძახილია“, - თქვა ენტონი ვაკარელომ ჩვენების დაწყებამდე. „მე მიყვარს წარსულის იმ ფანტაზიით თამაში, რომელიც მოდის სახლში გვაქვს”.

ივ სენ ლორანის მიბაძვის ნაცვლად, გუშინ ღამეს ვიხილეთ ენტონი ვაკარელო, რომელიც ბოლომდე საკუთარი ფილოსოფიის ერთგული დარჩა. ჩვენების ელეგანტურობა დიზაინერმა, პირველ ყოვლისა, შოუს სტრუქტურაში ჩააქსოვა, შემდეგ კი ის სილუეტებში ასახა. 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია Yves Saint Laurent-სგან, შემოსილი ქალის წინასაუკუნოვანი გაგებით იყო შთაგონებული, აქედან გამომდინარე ვიხილეთ კლასიკური მრავალფეროვნება, ფენებისა და გამოყენებული მასალის სიუხვე და გამოკვეთილი სილუეტები.

როგორც თავად აღნიშნა, ენტონი ვაკარელო ახლა სრულად უპირისპირდება საკუთარ თავს და მინიმალურ და კლასიკურ ხედვას, რომლითაც დიზაინერის ხელწერა ამ დრომდე შეგვეძლო განგვესაზღვრა. სეზონიდან-სეზონამდე, ვაკარელომ გაზრდა გადაწყვიტა, საკუთარი თავი გამოიწვია და ნათელია, რომ გასული ღამის კოლექციით ენტონი ვაკარელოს ერაში ახალი თავი დაწერა.

ზევით