#მოდა

Yves Saint Laurent & ენტონი ვაკარელო 2022 წლის შემოდგომის კოლექციისთვის

გაზიარება:

ფრანგული მოდის სახლი Yves Saint Laurent ათწლეულების განმავლობაში ითვლებოდა ყველაზე გემოვნებიანი ადამიანების შეუცვლელ, განუმეორებელ არჩევანად. ივ სენ ლორანის მემკვიდრეობის გაგრძელება არასდროს ყოფილა მარტივი საქმე, თუმცა ის ფაქტი, რომ მოდის სახლი დღემდე ჰაილაითთა სათავეშია ერთ მარტივ ჭეშმარიტებაზე მიგვანიშნებს - Saint Laurent-ის თითოეულმა კრეატიულმა ხელმძღვანელმა თავი დაკისრებულ მოვალეობას წარმატებით გაართვა, მათ შორის ენტონი ვაკარელომაც.

ენტონი ვაკარელომ კარიერის მწვერვალს სწორედ ახლა მიაღწია, მოდის კრიტიკოსებისა და მოდური გამოცემების მტკიცებით დიზაინერის უკანასკნელი 2022 წლის შემოდგომის კოლექციის ჩვენება Saint Laurent-თვის საუკეთესო რამ იყო, რაც კი ოდესმე ვაკარელოს შეუქმნია. 

ფაქიზი, დახვეწილი და მარტივი ჩვენება ეიფელის კოშკის ფონზე, სავსე იყო 90-იანი წლების ბელგიური დახვეწილობით, ვიწყო და მოხდენილი სილუეტებითა და ფერების გამოყენების ნამდვილი მასტერკლასით. DJ Sebastian-ის მუსიკის ფონზე, მოდელებმა ერთი მეორის მიყოლებით გაიარეს ვარდისფერ ხალიჩაზე აბრეშუმის შთამბეჭდავი კაბებით, გრაციოზული სილუეტებით, ბეწვის მოსასხამებით, კლასიკური დიზაინერბითა და ფემინურ-მასკულინური ტანდემის შტრიხებით.

Yves Saint Laurent-ის შთაგონების წყარო, მე-20 საუკუნის ანტიფაშისტი პოეტის, ნენსი კუნარდის სტილი გახდა, სტილი, რომელიც დამოუკიდებლობას სამკაულებით, არჩევანის თავისუფლებას კი მასკულინური სტილის სამოსით განასახიერებდა.

ენტონი ვაკარელომ ივ სენ ლორანის ესთეტიკას ერთ კოლექციაში მოუყარა თავი, მოდის სახლის განუმეორებელი დიზაინერის ხედვები, წესები და მიდგომები ერთ მთლიანობად აქცია და ამ ყველაფერს იდეალურად შეუხამა საკუთარი ხელწერა. სწორედ ბეწვის ხიდზე ამ თავდაჯერებულმა გავლამ მიმართა აპლოდისმენტები ბელგიელი დიზაინერისკენ.

ზევით