#მოდა

ზამთრის ყველაზე თბილი და მოდური მოსაცმელები

გაზიარება:

სანამ ზამთრის პირველ ნახევარში, სეზონისთვის უჩვეულო თბილი ამინდებით ვტკბებით, ყველამ კარგად ვიცით, რომ მას სიცივე და სუსხი მალევე ჩაანაცვლებს. სწორედ ამიტომ, ჩვენს გარდერობს ყველაზე საჭირო, ღუნღულა, კომფორტული და ამავდროულად კლასიკური ქურთუკებით ვავსებთ, რომლებიც წლის ყველაზე ცივ დღეებს მაქსიმალურად სასიამოვნოდ გადაგვატანინებს.

თუ ჯერ კიდევ არჩევანის წინაშე დგახართ და ვერ გადაგიწყვეტიათ რომელი სტილის, ტექსტურისა თუ ფერის ქურთუკი შეარჩიოთ ზამთრისთვის, რამდენიმე საინტერესო მოდელს წარმოგიდგენთ.

თბილი ქურთუკები

ეგრეთ წოდებული Puffer Coats ყოველდღიური მოსაცმლის საუკეთესო ალტერნატივაა. სტილი, რომელიც მოდიდან არასდროს გადადის და ყოველ წლიურად საკმაოდ ტრენდულ ვარიაციებს გვთავაზობს, არაერთ ონლაინ მაღაზიაშია ხელმისაწვდომი.

The North Face Windproof and Water-Resistant 1996 Retro Nuptse Jacket

 

ყიდვა

The Reversible Packable Puffer

 

ყიდვა

Holland Quilted Puffer Parka

 

ყიდვა

შალის მოსაცმელები

ყველაზე ტრენდულ და პრაქტიკულ მოსაცმელებს შორის, შალის კლასიკური სილუეტები ყოველთვის იკავებენ საპატიო ადგილს. თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ერთმანეთისგან განსხვავებული დიზაინისა და ფერის შალის მოსაცმელები თქვენი გემოვნებისამებრ და ზამთრის სეზონი მშვიდად გაატაროთ.

Women's Notch Collar Textured Coat

 

ყიდვა

Double-breasted wool coat

 

ყიდვა

Carla Coat

 

ყიდვა

ბეწვის მოსაცმელები

შემატეთ თქვენს სტილს ექსტრა ელეგანტურობა, შეიმოსეთ ბეწვეულის მოსაცმელებით შთაგონებული, ეკომეგობრული ზამთრის სილუეტებით, რომლებიც თქვენს ინდივიდუალურობას განსაკუთრებულად გაუსვამენ ხაზს.

Chevron Faux Fur Coat

 

ყიდვა

Women's Faux Fur Teddy Coat

 

ყიდვა

Goldie 4 Faux Fur Hooded Jacket

 

ყიდვა

Teddy ჟაკეტები

Teddy-ს სტილის ჟაკეტები დღემდე ზამთრის ყველაზე ღუნღულა, კომფორტულ მოსაცმელებად ითვლება. სასარგებლო რჩევა: შეარჩიეთ ოვერსაიზ მოსაცმელი, რათა ის ზამთრის ნაქსოვ სვიტრებთან და ჰუდებთან მოირგოთ.

Teddy Fleece Shirt Jacket

 

ყიდვა

RETRO COLLAR SHERPA JACKET

 

ყიდვა

ზევით