#მოდა

ზაფხულის ყველაზე კომფორტული შლაპუნები #Shopping

გაზიარება:

არც ფლიპ-ფლოპები და მითუმეტეს არც „შლოპანცები“, ენათმეცნიერების ინსტიტუტის განცხადებით, ყველაზე პოპულარული საზაფხულო ფეხსაცმლის ზუსტი ქართული შესატყვისი შლაპუნაა და ჩვენც დიდი სიამოვნებით დავამკვიდრებთ ამ ტერმინს გავრცელებული ბარბარიზმის ნაცვლად. 

იცოდით, რომ შლაპუნების წინაპარი ძველ ეგვიპტეშია აღმოჩენილი? იმ პერიოდში მსგავსი ფეხსაცმელი პაპირუსისგან და პალმის ფოთლებისგან მზადდებოდა. ეს ადრეული ვერსიები, უფრო დახვეწილი დიზაინით, საკმაოდ განსხვავდებოდა თანამედროვე შლაპუნებისგან.

ჯენიფერ ლოურენსი 2023 წლის კანის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე შლაპუნებით

შლაპუნების თანამედროვე ვერსია გასული საუკუნის 50-იან წლებში გამოიგონეს, ახალი სტილი მარტივი რეზინის ძირისგან და ორი თასმისგან შედგებოდა. ფეხსაცმელმა მალევე მოიპოვა პოპულარობა ზღვისპირა დასვენების თუ სანაპიროზე სეირნობის მოყვარულთა და სერფერთა შორის და საზაფხულო მოდის სიმბოლოდაც კი იქცა მთელ მსოფლიოში.

შლაპუნები, არც 2023 წელს ტოვებენ ჩვენი Summer essentials სიას, დღეს წარმოგიდგენთ ერთ-ერთ ყველაზე პრაქტიკულ, მოდურ და ლამაზ შლაპუნებს, რომლებიც თქვენს საზაფხულო ვოიაჟს დაამშვენებენ:

Lotta Flip Flop (Women)

ყიდვა

Serene Leather Flip Flop (Women)

ყიდვა

Capri Flip Flop (Women)

ყიდვა

Agave Flip Flop (Women)

ყიდვა

BIRKENSTOCK - Gizeh EVA Coral Peach

ყიდვა

Slim Square Flip Flop (Women)

ყიდვა

ზევით