ზეინაბი - ზაფხულის სრულყოფილი დესერტი

თბილისის შუაგულში, ვახტანგ ორბელიანის 8/10-ში ნამდვილ საგანძურს Museum Hotel Tbilisi-ს მყუდრო Cafe Museum-ს მივაკვლიეთ ქალაქში ერთ-ერთი უგემრიელესი სამზარეულოთი. ევროპულ-აზიურ სტილში გადაწყვეტილი კაფე, დახვეწილი ინტერიერით, გამწვანებული ტერასითა და რაც ყველაზე მთავარია შეუდარებელი მენიუთი ჩვენთვის ნამდვილ აღმოჩენად იქცა.

Cafe Museum იდეალურ ლოკაციად იქცა ნებისმიერი სიტუაციისთვის, იქნება ეს გრანდიოზული წვეულება, საქმიანი შეხვედრა, მსუბუქი ლანჩი თუ მეგობრებთან ერთად სასიამოვნოდ გატარებული დრო. რა მიზნითაც არ უნდა ესტუმროთ ამ უნიკალურ კაფეს, გირჩევთ არავითარ შემთხვევაში არ დატოვოთ იგი სირაჯხანის საავტორო დესერტის ზეინაბის დაგემოვნების გარეშე.

ფენებად განლაგებული ცომის ფანტელების, თხილის, ნიგვზის, გარგარისა და ქლიავის ჩირებისა და კრემ პატისიეს მიქსით შექმნილი დესერტი ზეინაბი, ჰაეროვნებით, სიმსუბუქითა და განუმეორებელი გემოებით გამოირჩევა. ზეინაბი არის სწორედ ის სრულყოფილება, რომელიც გვიბიძგებს - დღესვე მოვიწყოთ Cheat Day.

Cafe Museum-ში ჩიზქეიქის მოყვარულებსაც ელოდებათ სასიამოვნო სიურპრიზი, დესერტების ჩამონათვალში ჩვენს მეორე ფავორიტად ნიუ-იორკულ ჩიზქეიქს ვასახელებთ კენკრის სოუსით, რომელიც  ერთ-ერთი ყველაზე სახასიათო დესერტია, რაც კი ოდესმე დაგვიგემოვნებია. კლასიკური ჩიზქეიქის Cafe Museum-სეული ვერსია იდეალური ბალანსით გამოირჩევა, მისი მსუბუქი ტექსტურა და კენკროვანი არომატები გულგრილს არავის დატოვებს. 

ზევით