#მოდა

ზენდაია ვენეციის კინოფესტივალის ერთპიროვნული დედოფალია

გაზიარება:

ვენეციის, რიგით 78-ე საერთაშორისო კინოფესტივალის დასრულებამდე ჯერ კიდევ 4 დღეა დარჩენილი და ზენდაიასგან უკვე არაფერა გამორიცხული, თუმცა 25 წლის მსახიობის წითელი ხალიჩის ვოიაჟზე ერთი ორი რამ სათქმელი ნამდვილად დაგვიგროვდა. 

ზენდაიამ და მისმა რჩეულმა სტილისტმა ლაუ როუჩმა ცნობილ ადამიანებს იმის მასტერკლასი ჩაუტარეს, თუ როგორ უნდა დაუბრუნდეს სელებრითი წითელ ხალიჩას 18 თვიანი პაუზის შემდეგ. ზენდაია ვენეციის კინოფესტივალზე 3 სექტემბერს გამოჩნდა და თან Valentino Couture-ის გლამური მიიტანა.

ზენდაიამ პიერპალო პიჩოლის შემოდგომა/ზამთრის 2021 წლის კოლექციიდან გრძელი თეთრი კაბა, შავი oversize პიჯაკი და ვარდისფერი აბრეშუმის ქამარი მოირგო.

ზენდაია კინოფესტივალზე დღის ბოლოს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ლუქი არა მხოლოდ ვენეციის ფესტივალის, არამედ მსახიობის საუკეთესო ჩაცმულობაა წითელ ხალიჩებზე. 25 წლის ზენდაიამ Balmain-ის კრემისფერი კაბა მოირგო, რომელიც იდეალურად ესადაგებოდა მის კანის ფერს და კაბა არა განყენებულად, არამედ ერთ მთლიანობად აღიქმეოდა.

ზენდაიამ სველი ეფექტის ჩაცმულობასა და მაკიაჟს Bulgari-ს Magnifica-ს კოლექციის სამკაულები შეუხამა ზურმუხტის თვლებით.

6 სექტემბერს კი მსახიობის კიდევ ერთი გარდასახვა ვიხილეთ, როდესაც ზენდაია Maison Alaïa-ს ორნაწილიან კაბაში გამოწყობილი ვიხილეთ. Euphoria-ს მსახიობმა ბუნებრივი ხვეულებით და იასამნისფერი კაბით ჩვენი გაოცება კიდევ ერთხელ მოახერხა.

ზევით