ჟირაფების მამული

როტშილდის ჟირაფების სასახლე, პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი ადგილია, რომელიც ნაირობიში, 12 ჰექტარზეა გაშლილი. სასახლე 1932 წელს აშენდა და დღეს ისტორიული ბუტიკური ტიპის სასტუმროს სახელს ატარებს.

ჟირაფების მამული

განთიადზე ან შებინდებისას, როდესაც საუზმის ან ვახშმის დრო დგება, გიგანტური ჯოკი, ლინი, აირენი და მათი მთელი კლანი, უმცროსი ჟირაფების ჩათვლით, საკუთარი სასახლისკენ მიიჩქარის. გრძელ კისრებს ინგლისური სტილით აშენებული მამულის ფანჯრებში ყოფენ და სტუმრებთან ერთად მიირთმევან გემრიელ კერძებს. ეს იშვიათი სანახაობაა, რომელიც, ვფიქრობთ, ადამიანმა სიცოცხლში ერთხელ მაინც უნდა ნახოს. შეიძლება წარმოუდგენლადაც გეჩვენებათ, მაგრამ ეს საოცარი რიტუალი ყოველდღე მეორდება ჟირაფების მამულში, რომელიც დიდი ტყის პირასაა აშენებული, რაც შეგრძნებებს განსაკუთრებით ამძაფრებს. 

ჟირაფების მამული

ჟირაფების სასახლეში გატარებული გასაოცარი ღამე, სულ რაღაც 875 $ დაგიჯდებათ, რა თქმა უნდა, ადგილობრივი, თუნდაც კახეთის სასტუმროების ღირებულებას ოთხჯერ აღემატება, თუმცა, ეს საოცრება, ნებისმიერ თანხად ღირს.

ზევით