ზოე კრავიტსის და YSL Beauty-ის ახალი კოლაბორაცია - ტუჩსაცხი მეგაპოლისების ინსპირაციით

zoe ysl cover

ზოე კრავიტსის ცხოვრებაში ყველაფერი რიგზეა, მეტიც, ახალგაზრდა მსახიობი ქმართან დაშორების შემდეგ გაცილებით ენერგიული და დაკავებულია, ვიდრე ოჯახური ცხოვრების დროს. მომღერალი ლენი კრავიტსის ქალიშვილმა ცნობილ ფრანგულ ბრენდთან, Yves Saint Laurent-თან მორიგი კოლაბორაცია ახალი ტუჩსაცხის სახით შემოგვთავაზა.

zoe ysl

ზოეს საყვარელი ქალაქებით შთაგონებული კოლექცია ლიმიტირებული რაოდენობის, სულ რაღაც 8 ფერის ტუჩსაცხს მოიცავს, ხოლო ტუჩსაცხის შეფუთვა ცათამბჯენის ფორმას მოგვაგონებს.

zoe ysl lipstick

კოლექციას კიდევ უფრო განსაკუთრებულს, აითემების სახელები ხდის, მაგალითად Lost In Marais ზოეს ქორწინების პერიოდს გამოხატავს, ხოლო Shoreditch Walk მის ბოლო კინო ნამუშევარს ეძღვნება.

YSL Beauty-სთან ურთიერთობა ყოველთვის პრივილეგიად მიმაჩნდა. მიყვარს მათი ესთეტიკა და ბრენდს მიღმა ისტორიები.

ახალგაზრდა მსახიობმა სიახლე Instagram პოსტის საშუალებით გაგვაცნო. თუ წინა კოლაბორაციით მსახიობმა მისთვის ძვირფასი ადამიანების სახელები გაგვაცნო, ამჯერად ზოესთან ერთად მის საყვარელ ქალაქებში ვიმოგზაურებთ.

ზევით