13 ვარ - საკუთარი სახლის ვერანდაზე დაწყებული სტარტაპი

გაზიარება:

საკუთარი ვერანდისთვის და სახლის მისაღები კარისთვის შექმნილი დეკორაციები ორი მეგობრის ახალი სტარტაპის დასაბამი გახდა. თათა ცირდავა და საკო კოჭლამაზიშვილი ბავშვობის მეგობრები და The Diary-ის კვირის GOGO!-ები არიან. საკო გრაფიკული დიზაინერია, თათა კი 10 წელიწადზე მეტია გაყიდვების სფეროში მოღვაწეობს. გოგოების საინტერესო ტანდემმა ინტერიერისა და ექსტერიერის დეკორის ახალი ბრენდი - 13 ვარ გააჩინა.

13 ვარ სტარტაპი დეკორი

ახალი ქართული სტარტაპი შიდა და გარე, ყინვაგამძლე დეკორატიულ აბრებს, ჭიქის და მაგიდის დასადებ კომპლექტებს და მრავალ სხვა ნივთს გვთავაზობს. კომპანია სხვადასხვა სახის დიზაინს ამზადებს, მყიდველს კი სასურველი ტექსტის და ზომის შერჩევის საშუალება თავად აქვს.

13 ვარ ახალი სტარტაპი ინტერიერი ექსტერიერი

წინასაახალწლო პერიოდში ბრენდი სადღესასწაულო თემატიკის აქსესუარებსაც გვთავაზობდა, თუმცა 13 ვარ დიზაინის მიმართულებით თავს არ იზღუდავს. კომპანიის სოციალური ქსელის გვერდებზე სასურველ სტილისტიკას ყველაზე „პრეტენზიული” გემოვნების მქონე მომხმარებელიც შეარჩევს.

ბრენდის აქსესუარების გამოწერა ოფიციალური Facebook და Instagram გვერდებიდანაა შესაძლებელი, შერჩეულ ნივთებს კი 13 ვარ პირდაპირ სახლში მოგართმევთ. დაგვეთანხმებით, რომ პანდემიის დროს საკუთარ სახლის კედლების ყურებაც კი შეიძლება მომაბეზრებელი იყოს, ამიტომ ცხოვრების გახალისებას ასეთი დეტალებით თუ მოვახერხებთ.

ზევით