#GOGO!

Million Dollar Baby

გაზიარება:

ანანო დოლაბერიძეს საზოგადოება იცნობს, როგორც მოდის ბლოგერს, მოდური ჟურნალის რედაქტორსა და მოდის სტილისტს. დღეს, ანანო ასევე ახალგაზრდა ანტერპრენერი და შეიძლება ითქვას, რომ მილიონის ღირებულების ბიზნესის თანამფლობელია. სტარტაპს, რომელიც სამოსისა და აქსესუარის გადაყიდვის ონლაინ მარკეტს წარმოადგენს,  100 ათასამდე რეგისტრირებულ მომხმარებელს მოიცავს. The Diary-ს რედაქცია ანანოს დაუკავშირდა რათა ტრადიციულად, ძალიან წარმატებული GOGO-სგან წარმატების ფორმულა და რჩევები მიიღოს იმ გოგოებისთვის, რომელთაც ასევე სურთ საკუთარ იდეებს ფრთები მოასხან.

ანანო, როგორ დაიწყო Phubber-ის ისტორია

Phubber-ის ისტორია ერთი ჩვეულებრივი ზარით დაიწყო. გიორგი ჩუგოშვილმა, ჩემმა ბიზნეს პარტნიორმა დამირეკა და მკითხა, მქონდა თუ არა, რაიმე სახის ინფორმაცია Depop, Vestiaire Collective, Poshmark აპლიკაციებზე. რა თქმა უნდა მქონდა და მეტიც, წლების წინ, როცა მსგავსი აპლიკაციების შესახებ შევიტყვე, გამიელვა იდეამ, თუ რა კარგი იქნებოდა ასეთი აპლიკაციის ქართული ანალოგის შექმნა.

phubber
Phubber-ის დამფუძნებლები, ანანო დოლაბერიძე და გიორგი ჩუგოშვილი
 

დღეს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური ბიზნესი Resale Market-ია (მეორადი ტანსამცლის ბაზარი). ეს ბიზნესი რაც მთავარია მდგრადი განვითარების პრინციპებს პასუხობს. სწორი და გააზრებული შოპინგი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს და მომავალში უფრო მეტად შეასრულებს გარემოზე ზრუნვის პროცესში.

Phubber-ის ენჯელ ინვესტორი...

ფაბერის ენჯელ ინვესტორი იუჟინ ფუქსმანის ოჯახი გახდა. იუჟინი სილიქონ ველიზე ცხოვრობს და Whatsapp-ის ერთ-ერთი წამყვანი დეველოპერი და მეწილე გახლდათ. როდესაც USAID-ის რჩეული კომპანია გავხდით და USMAC აქსელერატორში გავემგზავრეთ, სწორედ იქ გაიცნო ჩემმა ბიზნეს პარტნიორმა, გიორგიმ იუჟინი. ოჯახს ძალიან მოეწონა იდეა და გამოთქვეს ინტერესი ინვესტირებით.

5 რჩევა მათ, ვისაც გრანტის მიღება სურს

პირველ რიგში მნიშვნელოვანია, ზუსტად იცოდე რას აკეთებ და იდეა იდეად არ დარჩეს. ვფიქრობ, დრო ყველაზე მნიშნველოვანია ნებისმიერი სტარტაპერისთვის, ამიტომ გრანტის მიღება როცა გსურს, წინასწარ ჯობია რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვაზე გქონდეს პასუხი:

1. რა პრობლემას აგვარებს შენი პროდუქტი/სერვისი?

2. არის თუ არა შენი პროდუქტი/სერვისი მოთხოვნადი ბაზარზე და არის თუ არის ბაზარი მზად ამ პროდუქტისთვის?

3. უნდა იცოდე ვინ არის შენი მომხმარებელი ან პოტენციურად ვინ იქნება, უშუალოდ კველვაზე დაყრდნობით და არა იდეის დონზე.

4. და რა თქმა უნდა ბიზნეს იდეის ფინანსური ანალიზი და გეგმა.

თუ ეს ყველაფერი წინასაწარ იცი, მაშინ გრანტის მოპოვებაც უფრო რეალურია.

შენი რჩევა მომავალ ანტერპრენერ გოგოს?

ვფიქრობ, გამოცდილება ძალიან მნიშვენლოვანია. უნდა დაიწყო საქმე იმ სფეროში რომლის პროფესიონალიც ხარ, გაქვს ამაში გამოცდილება და კონტაქტები. სხვანაირად უფრო მეტი დროის დაკარგვა და ხშირად რისკის ქვეშ დაყენებაც მოგიწევს შენი საქმიანობის. ამიტომ, მნიშნველოვანია გამოცდილების და ცოდნის საფუძველზე გადაწყვიტო თუ რა საქმით გინდა დაკავდე. შემდეგ კი, დრო დაუთმო კომპანიის ზრდას და განვითარებას და არა საქმის შესწავლას, რომელიც არ იცის.

რა გეგმები აქვს Phubber-ს?

Phubber-ის გეგმა ერთადერთ მიზანს უკავშირდება, იგი ჩვენს რეგიონში ყველაზე დიდი მოდის ონლაინ მაღაზია უნდა გახდეს.

წარმატებები ვუსურვოთ ანანოს და მის გუნდს! The Diary-ს ძალიან მოსწონს ის, რასაც Phubber-ი ქმნის.

ზევით