გასულ ღამეს სოციალური ქსელი ომს გამოქცეული უკრაინელი გოგოს ფოტომ მოიცვა, გიორგი ლომსაძემ საზოგადოებას მართა დრობინა გააცნო, რომელიც ქალაქ ხარკოვიდანაა და თბილისში შვილთან ერთად, ომის დაწყების შემდეგ ჩამოვიდა. მართა უგემრიელეს უკრაინულ კერძებს ამზადებს და თავს ამჟამად სწორედ ამ საქმიანობით ირჩენს.
მართა და მისი ვაჟი ამჟამად ავლაბარში, ერთ-ერთ სასტუმროში ცხოვრობენ, თუ უკრაინული კერძების დაგემოვნებას გადაწყვეტთ, შეგიძლიათ სწორედ მას შეეხმიანოთ (591931846), მარტა სახლში გესტუმრებათ და თქვენ წინ მადისაღმძვრელ, ტრადიციულ უკრაინულ კერძებს დაამზადებს.
ადამიანისთვის რომელიც ყოველდღე უყურებს როგორ ანგრევენ და ანადგურებენ მის საყვარელ ქალაქს (ხარკოვს) თერაპიაა უცხო ადამიანების მიერ გამოჩენილი ყურადღება და სიკეთე - წერს გიორგი ლომსაძე
ვისაც არ გაქვთ საშუალება სახლში გამოიძახოთ მაგრამ გსურთ მართას და მის ვაჟს დაეხმაროთ, შეგიძლიათ თანხა მართას ანგარიშზე (GE62TB7244345064400005) ჩარიცხოთ და სულ მცირედითაც კი გამოხატოთ თქვენი თანადგომა მის მიმართ.
The Diary ომის გამოცხადების პირველივე დღიდან აქტიურად აშუქებდა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, დღეს კი პლატფორმას და პროექტ GOGO!-ს იმ უკრაინელ გოგოებსა და ქალებს ვუთმობთ, ვინც ომს გამოექცა და თავი საქართველოს შეაფარა. მართა დრობინა დღეს თბილისში იმყოფება და საკუთარი შრომით ცდილობს გამოიმუშაოს ლუკმაპური თავისთვის და თავისი ვაჟისთვის.
"აურა" ონლაინ მაღაზიაა, სადაც ბუნებრივი სალბების, არომატული ჩხირების, სურნელოვანი ნელსაცხებლებისა თუ საკმევლის შეძენას შეძლებთ. პროდუქცია თქვენს ცხოვრებას სიმშვიდეს შემატებს, უარყოფით აურას განწმენდს და მენტალურ თუ ფიზიკურ ჯანმრთელობას გაგიუმჯობესებთ, ეს ყველაფერი კი გამორჩეული სურნელების ფონზე მოხდება.
ორი გოგოს მიერ შექმნილი ბრენდი დახვეწილი სტილითა და საინტერესო დეტალებით გამორჩეულ სამოსს გვთავაზობს. Lemerie-ს ტანისამოსი როგორც ყოველდღიური, ისე საღამოს დახვეწილი ლუქის შექმნაში დაგეხმარებათ.
დიდი ხანია “მადონას სერვიზი” ჩვენი თაროებიდან გაქრა და ოჯახური “საჩვენებელი” კარადების ვიტრინებიც თანამედროვე, დახვეწილმა, მინიმალისტურმა ჭურჭელმა შეავსო. Nari კერამიკის სტუდია მომხმარებელს ჭურჭელსა და სხვა დეკორატიულ ობიექტებზე გადმოტანილ ხელოვნებას სთავაზობს.