#საზოგადოება

2022 წელი მოყოლილი ფოტოებით

გაზიარება:

2022 წელი მოულოდნელობებით აღსავსე წელი აღმოჩნდა, რომელმაც სიხარულთან ერთად ბევრი ტკივილი და სასოწარკვეთაც მოიტანა. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრით და ომის გამოცხადებით დაწყებული, დედოფალ ელიდაბედ II-ის გარდაცვალებითა და ირანის მასობრივი პროტესტით დამთავრებული, წარმოგიდგენთ ფოტოებს, რომლებმაც 2022 წელი განსაზღვრეს.

იტალიის კუნძულ ლამპედუზას სანაპიროსთან გადარჩენილი ასობით მიგრანტი, რომლებიც შეფუთულ ხის ნავში იპოვეს
ვულკან ეტნას ამოფრქვევა, 
გიორგი ქებურია ემშვიდობება მეუღლეს და შვილებს ოდესაში, უკრაინაში
უკრაინაში, მარიუპოლში, სამშობიაროში აფეთქების შედეგად დაშავებული ორსული ქალი სასწრაფო დახმარების მუშაკებს გადაჰყავთ
დაბომბვის შედეგად დარჩენილი კრატერებით დაფარული ველი იზუმში, უკრაინა
მსახიობი უილ სმიტი ურტყამს კომიკოს კრის როკს ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე, მას შემდეგ, რაც როკმა იხუმრა ჯადა პინკეტ სმიტის შესახებ
ელენ დეჯენერესი უკანასკნელი შოუს ჩაწერისას
სერგეი ანდრეევს, რუსეთის ელჩი პოლონეთში, მომიტინგეებმა წითელი საღებავით შეასხეს
ბრიტანეთის პრინცი ჩარლზი პარლამენტის გახსნაზე იმპერიული სახელმწიფო გვირგვინის გვერდით ზის, დედოფალმა ელისაბედ II ეს ღონისძიება პირველად გამოტოვა 1963 წლის შემდეგ
აბორტის უფლებების დემონსტრანტები ნიუ-იორკში ბრუკლინის ხიდზე გადადიან
კოსმოსური ხომალდის Boeing Starliner-ის მატარებელი რაკეტა ფლორიდაში, კეიპ კანავერალიდან გაფრინდა, უპილოტო ხომალდ საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან 5 დღის შემდეგ დაბრუნდა
ტომ კრუზი Top Gun: Maverick-ის ლონდონურ პრემიერაზე
მყვინთავები ცდილობენ ვეშაპი ბადისგან გაათავისუფლონ
მასიური მტვრის ქარიშხალი ქუვეითში
ამბერ ჰერდი ნაფიც მსაჯულთა განაჩენის მოლოდინში
პრინცი ლუი Trooping the Colour-ის ცერემონიაზე, ყურადღების ცენტრში მოექცა
ამერიკელი მოცურავე ანიტა ალვარესი გონების დაკარგვის შემდეგ, მისმა მწვრთნელმა, ანდრეა ფუენტესმა გადაარჩინა
ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპიდან მიღებული, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეზოლუციის ფოტოსურათი
ავსტრალიაში სიდნეის ოპერის თეატრი განათებულია ბრიტანეთის დედოფალ ელისაბეტ II-ის სურათით
დედოფალ ელისაბედ II-ის პანაშვიდი Westminster Hall-ში
ნასიბე სამსაეი პროტესტის ნიშნად იჭრის თმას, მის წინ 22 წლის მაჰსა ამინის ფოტოს ხედავთ, რომელიც ირანის მორალის პოლიციამ მოკლა
ჩოგბურთის ლეგენდის როჯერ ფედერერის უკანასკნელი მატჩი რაფაელ ნადალთან
ბელა ჰადიდი პარიზის მოდის კვირეულზე spray-on კაბის შექმნის პროცესში
ბორჯღალოსნების ისტორიული გამარჯვება უელსის ნაკრების წინააღმდეგ
მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონია კატარში
ქალი მსაჯების ისტორიული ტრიო, რომლებმაც მსოფლიო ჩემპიონატზე კოსტა რიკა გერმანიის მატჩს უმსაჯეს
არგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შემდეგ, ლიონელ მესი ხელში ნანატრი თასით
ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის კონგრესს სიტყვით მიმართავს, მის უკან კამალა ჰარისს და ნენსი პელოსს კი უკრაინის დროშა აქვთ გაშლილი

 

ზევით