ახალი კვლევის თანახმად თვითფოტოები ჩვენი თავდაჯერებულობის დონეს ზრდიან

გაზიარება:

სამყაროში, რომელშიც თვითფოტოების ხილვა თუ გადაღება ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა, ფოტოებად, რომლებსაც ვხვდებით ყველგან ჩვენს პირად სივრცეებში, მეგობრების გვერდებზე და ონლაინ გამოცემებშიც კი, მოგვწონს ეს თუ არა, ყველანი უნდა დავფიქრდეთ იმ ძალაზე, რომელსაც ე.წ Selfie ფოტოები ფლობენ.

ახალი კვლევებმა აჩვენეს, რომ მობილური ტელეფონით გადაღებული თვითფოტოები მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ თავდაჯერებულობის დონეზე, ის ადამიანები, რომლებიც უფრო ხშირად იღებენ თვითფოოტებს თავს უფრო მიმზიდველად და ლამაზად გრძნობენ, ვიდრე ისინი, რომლებიც Selfie-თ საერთოდ არ არიან გატაცებული.

ტორონტოს უნივერსიტეტის 198 სტუდენტს, რომელთაგანაც 100 რეგულარულად იღებდა თვითფოტოს, სთხოვეს გადაეღოთ selfie ფოტოები და აგრეთვე ეპოზიორათ სხვებისთვის, შემდეგ კი შეეფასებინათ ორივე ფოტოსურათი და ეთქვათ, თუ რომელ მათგანს განათავსებდნენ სოციალურ ქსელში. თვითფოტოების გადამღებებმაც და არა გადამღებებმა უმრავლესობით აღიარეს, რომ ისინი selfie ფოტოებში უფრო მიმზიდველები იყვნენ, თუმცა ის ადამიანები, რომლებიც თვითფოტოების გადაღებით ამ დრომდეც იყვნენ გართულები, თავიანთ სილამაზეს უფრო მეტად აფასებდნენ.

რა თქმა უნდა, აქაც არსებობს ზღვარი, რომლის დაცვა ექსპერიმენტში მონაწილე ყველა სტუდენტმა როდი მოახერხა, ის მონაწილეები, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ თვითფოტოებში უკეთ გამოიყურებოდნენ, სხვებმა საპირისპიროდ შეაფასეს, საზოგადოება მივიდა იმ დასკვნამდე რომ ეს ადამიანები ნაკლებად მიმზიდველები, ნაკლებად საყვარლები და მეტად ნარცისულები იყვნენ.

დასასრულ, უნდა აღვნიშნოთ, რომ თავდაჯერებულობა უდავოდ შიგნიდან მოდის, არა? სწორედ ამიტომ, თუ ფიქრობთ, რომ თვითფოტოებში ლამაზად გამოიყურებით და მათი გადაღება სიამოვნებას განიჭებთ, ასეც უნდა მოიქცეთ.

ზევით