#პოლიტიკა

ცნობილი სახეები დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე

გაზიარება:

| ანნა მათიაშვილი |

სულ ცოტა ხნის წინ საპრეზიდენტო მარათონში დონალდ ტრამპის მოწინააღმდეგე ჯო ბაიდენი კამალა ჰარისმა ჩაანაცვლა. დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი 59 წლის ქალია, ხოლო მის ვიცე-პრეზიდენტად გამარჯვების შემთხვევაში მინესოტას გუბერნატორი - ტიმ უოლცი დაინიშნება. კანდიდატების ოფიციალურად წარსადგენად 19 აგვისტოდან ოთხდღიანი ეროვნული ყრილობა გაიმართა, სადაც ამჟამინდელ თუ ყოფილ პრეზიდენტებთან ერთად კამერის წინაშე არა ერთი ცნობადი სახე გამოჩნდა.

joe biden, kamala harris, us elections, dnc, ჯო ბაიდენი, ამერიკის არჩევნები, კამალა ჰარისი

დემოკრატიული ეროვნული ყრილობა (DNC) დიდი პოლიტიკური მნიშვნელობით გამოირჩევა და წინასაარჩევნო პერიოდის ერთ-ერთი მთავარი ღონისძიებაა. წლევანდელი ყრილობის ლოკაციად ჩიკაგოს United Center შეირჩა, ვინაიდან სწორედ დასავლეთ სანაპიროს ამ დიდმა ქალაქმა ითამაშა გადამწყვეტი როლი 2020 წელს ბაიდენის არჩევნებში გამარჯვებაში.

jill biden, dnc, ჯილ ბაიდენი, ჯო ბაიდენის ცოლი

ამერიკის 46-ე პრეზიდენტი ღონისძიებაზე მეუღლესთან ერთად გამოჩნდა. ამჟამინდელ პირველ ლედის რალფ ლორენის ცისფერი, მძივებიანი კაბა ემოსა. ჯილ ბაიდენი უკვე არა ერთხელ გამოჩნდა ამერიკული ბრენდის ნამუშევრით, მისი ლუქები ხშირად სწორედ ადგილობრივი წარმოების დიზაინებითაა აგებული.

kamala harris, dnc, კამალა ჰარისი, აშშ-ს არჩევნები

კამალა ჰარისი გასული ოთხი დღის განმავლობაში ისეთ თემებს შეეხო როგორიც რეპროდუქციული უფლებები, საგარეო პოლიტიკა, ემიგრაციის პრობლემა თუ ისრაელ-პალესტინის ომია. მან საკუთარი და პარტიის იდეოლოგია და სამომავლო მიზნები დონალდ ტრამპის შეხედულებებსა და გადაწყვეტილებებთან კონტრასტში წარმოადგინა. იამაიკური წარმოშობის ამერიკელმა ვიცე-პრეზიდენტმა პირველ საღამოს მხარდამჭერების ყურადღება ღია ყავისფერი ორეულით მიიქცია. მას Chloé-ის პიჯაკი და სწორი შარვალი ეცვა. DNC-ს ბოლო დღეს კი პრეზიდენტობის კანდიდატის ნომინაცია ოფიციალურად ამავე დიზაინერის შავი დახვეწილი კოსტიუმით მიიღო.

michel obama, მიშელ ობამა,

ყოფილმა პირველმა ლედიმ ჩვეულებას არც ამჯერად უღალატა და ყრილობაზე თავისი გამორჩეული სტილით ყველას დაამახსოვრა თავი. მიშელ ობამა სცენაზე კამალა ჰარისის მხარდასაჭერად მეუღლესთან - ბარაკ ობამასთან ერთად ავიდა. ქალს ნიუ-ორკში დაფუძნებული ბრენდის - Monse-ს მუქი ლურჯი ორეული ეცვა. გადაჯვარედინებულმა ჟილეტმა და თავისუფალმა შარვალმა ყოფილი პრეზიდენტის ცოლის ლუქს სადა, თუმცა ელეგანტური ელფერი შესძინა.

oprah winfrey, us elections, dnc, ოპრა უინფრი,

ოპრა უინფრი პოლიტიკურ ყრილობაზე კრისტიან სირიანოს იასამნისფერი კოსტიუმით გამოჩნდა. სიტყვით გამოსვლისას ტელეწამყვანმა ერთიანობაზე ისაუბრა, მისი სამოსის ფერი კი ხშირად სწორედ ერთობის სიმბოლოდ მოიხსენიება. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ოპრა პოლიტიკურ პროცესებში ნაკლებად იყო ჩართული, კამალა ჰარისისა და ტომ უოლცის მიმართ ამჯერად მხარდაჭერა არ დაიშურა. მან დონალდ ტრამპი და რესპუბლიკელები მწვავედ გააკრიტიკა, დემოკრატების გამარჯვება კი სიმართლის, ღირსებისა და სიხარულის არჩევას გაუტოლა.

“ამერიკელი ბავშვები აუცილებლად ისწავლიან ისტორიას, თუ როგორ გახდა ინდოელი დედისა და იამაიკელი მამის ქალიშვილი ამერიკის პრეზიდენტი” - განაცხადა ოპრა უინფრიმ.

mindy kaling, dnc, მინდი კალინგი

ცნობილი მსახიობი და კომიკოსი მინდი კალინგი ყრილობის მესამე დღეს - 21 აგვისტოს ცერემონიის წამყვანად მოგვევლინა. ქალს მუქი ლურჯი გრძელი მაქმანებიანი კაბა და შავი ქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა, რომელიც ძვირფასი ქვებით იყო გაწყობილი. აღნიშნული დღე მუსიკალურად გრემის მფლობელმა მომღერალმა მარენ მორისმა გააფორმა. მისი დასამახსოვრებელი ლუქი ქართული წარმოშობის დიზაინერს დევიდ კომას ეკუთვნის, რომელიც სულ ახლახან იტალიური მოდის სახლის ბლუმერინის კრეატიულ დირექტორად დაინიშნა. მომღერლის თეთრი წელში გამოყვანილი პიჯაკი და ამავე ფერის გრძელი ქვედაბოლო დიდი ზომის თვლებით იყო დამშვენებული.

david koma, maren morris, დევიდ კომა,

scandal, kerry washington, dnc, კერი ვაშინგტონი, სკანდალი

ცერემონიის ბოლო დღე ამერიკული სერიალის “სკანდალის” ვარსკვლავმა - კერი ვაშინგტონმა წაიყვანა. მსახიობი სცენაზე თეთრი ორეულით წარსდგა, რომელიც ნაქსოვი ზედითა და მოტკეცილი ქვედაბოლოთი შედგებოდა. დღის მუსიკალურად გახალისების პრივილეგია ამჯერად როკ მომღერალს Pink-ს გადაეცა. არაერთი ცნობილი ჰიტის ავტორი სცენაზე შავი კორსეტით, ქამრითა შარვალ-ქვედაბოლოთი გამოჩნდა.

pink, dnc,

 

ზევით