გორგასალი - ქართული სამაგიდო თამაშის თავბრუდამხვევი სამყარო

gorgasali br cover

“ოდესღაც გორგასალმა, მეფეთა მეფემ ათი სამეფო ერთიანი მმართველობის ქვეშ მოაქცია. (ზღაპარივით იწყება, არა?) ის იყო პირველი, რომელმაც ათივე სამეფოში მუდმივი ქაოსის შემდეგ მშვიდობისა და ჰარმონიის მოტანა მოახერხა. გორგასალი ელბრუსზე ყველაზე ძლევამოსილი ადამიანი იყო, რომლის ძალის წყალობითაც, ვერავინ ბედავდა მეფეთა მეფის ძალაუფლების კითხვის ქვეშ დაყენებას” - ასე იწყება ისტორია, რომელიც წინ პირველ ქართულ სამაგიდო თამაშს Gorgasali Battle Royale-ს უძღვის (დამატებითი ქულა შემქმნელებს საინტერესო story book-ისთვის).

gorgasali gmirebi

გმირები გამოგონილია, თუმცა მათი სახელები თამაშის ქართულ წარმოშობაზე მიგვანიშნებს, რაც პატრიოტულ თავმოყვარეობაზე სასიამოვნოდ “გვიღუტუნებს”.

gorgasali princess tsiva

პრინცესა ცივას, არმაზს, მედეას, კრუბერს, თუ სხვა პერსონაჟებს საკუთარი ისტორიები აქვთ, რაც თამაშისთვის კიდევ უფრო განსაკუთრებულ ფონს ქმნის. სულ ცოტა ხნის წინ 10 ძირითად გმირს მეთერთმეტე - ელბრუსის მოხეტიალე მასხარა Jamba Z დაემატა, რომელიც მომაკვდინებელი სიცილის ძალითაა დაჯილდოებული.

gorgasali jamba z

სრულიად უნიკალური სათამაშო მექანიკით და საინტერესო გმირებით, ქართველი მეგობრების მიერ შექმნილმა Gorgasali Battle Royale-მა გეიმინგ სამყაროს ყურადღება მალევე მიიპყრო. თამაშის მთავარი ხიბლი მისი შემქმნელების მიერ ვიდეო, თუ სამაგიდო თამაშების საუკეთესო ასპექტების ერთად თავმოყრა გახდა.

gorgasali tamashi

თუ ტერმინი “მამაკაცის ბუნაგი” თქვენთვის უცხო არაა, მაშინ იმაშიც დაგვეთანხმებით, რომ ქართული სამაგიდო თამაში ამ უკანასკნელს ნამდვილად დაამშვენებს (და მეგობარ მამაკაცს რამდენიმე საათით მოგვტაცებს), ამიტომ Gorgasali Battle Royale შეგიძლიათ საახალწლო gift list-შიც მოინიშნოთ.

gorgasali medea

Gorgasali Battle Royale-ის მონაწილეების მინიმალური რაოდენობა 2, ხოლო მაქსიმალური 10 მოთამაშეა. პანდემიის ჟამს კი დროც თავზე საყრელად გვაქვს, ამიტომ ოჯახთან, თუ მეგობრებთან ერთად გორგასალის სამყაროში მოგზაურობის დაწყებას გირჩევთ.

ზევით