იმოქმედე გენოციდის აღიარებისთვის

გაზიარება:

დღეს დილიდან საქართველოს მოქალაქეები ხელს აწერენ პეტიციას აფხაზეთში რუსეთის მიერ ქართველთა გენოციდის აღიარების შესახებ. კამპანიის გვერდზე განთავსდა ვიდეო მოწოდება პეტიციის ტექსტის:

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by @before_bucha_was_abkhazia

ვინაიდან გვჯერა, რომ მომავალზე, მტერსა და მოყვარეზე, კეთილსა და ბოროტზე სწორი დასკვნების გამოსატანად წარსულის ხსოვნა და გააზრებაა მნიშვნელოვანი;

7 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის 14 წლის თავზე თავისუფლების ინსტიტუტი, ტაბულა, ევროპული საქართველო, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება და აფხაზთა კრება რუსთაველზე, პირველი სკოლის წინ, 21:00-ზე გამართავს აქციას - იმოქმედე გენოციდის აღიარებისთვის.

აქციაზე ნაჩვენები იქნება ფილმი, რომელიც ასახავს რუსეთის მიერ აფხაზეთში კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებებს.

საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლა ნახევარი სიმართლით არ გამოვა.

წარსულ, აწმყო და მომავალ თაობათა წინაშე ვალად გვადევს, ვთქვათ სრული სიმართლე რუსეთის შესახებ. რუსეთმა აფხაზეთში ქართველების გენოციდი მოაწყო. ოკუპაციის გახსენება ნაკლოვანი იქნება უმაღლესი დანაშაულების სათანადო სახელდების გარეშე.

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ 2022 წლის თებერვალში დაწყებულმა სრულმასშტაბიანმა სამხედრო აგრესიამ, მართალია, დაგვიანებით, მაგრამ, საბოლოოდ, გამოიწვია თავისუფალი სამყაროს მხრიდან პუტინის ბოროტების იმპერიის შესაბამისი შეფასება.

ამ გარემოებამ გახსნა შესაძლებლობა დავიწყოთ კამპანია საერთაშორისო ასპარეზზე აფხაზეთში ქართველთა გენოციდის აღიარების შესახებ.

ზევით