#ცნობილები #სილამაზე #მოდა

ირინა შეიკი: „მჯერა, რომ ბედნიერება საუკეთესო მაკიაჟია ქალისთვის“

გაზიარება:

ქალის სილამაზის ინდიკატორი ხშირად მემკვიდრეობით მიღებული უბერებელი გენებია, თუმცა, თუ კი ეს მემკვიდრეობა წილად არ გვხვდა, მაშინ სასურველის მიღწევა თავის სწორად მოვლით ყოველთვის შესაძლებელია. 

უდავოა, რომ ირინა შეიკი ნამდვილად ღირებული გენების მემკვიდრე გახდა, თუმცა სუპერმოდელისთვის საკუთარი თავისა და სახის კანის მოვლა დიდ სიამოვნებასთან ასოცირდება და ყველაფრის მიუხედავად, ირინა მიიჩნევს, რომ სილამაზე მხოლოდ მაშინაა შემჩნეული, როდესაც ის შიგნიდან მოდის.

სილამაზის რუტინა დედობის შემდეგ...

დიდად არაფერი შეცვლილა! ყველა დედამ იცის, როგორ გაართვას თავი ერთდროულად რამდენიმე საქმეს, ჩემი სილამაზის რუტინისთვის დროს ყოველთვის ვპოულობ. ახლა, როდესაც ჩემი გოგონა გაიზარდა, სილამაზის საშუალებებით ერთად ვერთობით, მას ამ პროცესში მონაწილეობის მიღება უყვარს და ხშირად სახიდან ნიღაბს საკუთარი ხელით მაცილებს.

სილამაზის საიდუმლო, რომელსაც ქალიშვილს აუცილებლად გაანდობს...

სიმცირე სიმდიდრეა, აუცილებლად ვასწავლი რომ აუცილებლად ბედნიერი იყოს საკუთარ სხეულში და ადამიანების მიმართ ყოველთვის კეთილად იყოს განწყობილი. რუსული სილამაზის საიდუმლო ყინულის კუბებში იმალება, რომელსაც დილის რიტუალში ინტენსიურად ვიყენებთ.

ირინას სილამაზის ფილოსოფია

სილამაზე შიგნიდან მოდის. ბედნიერი და კეთილი ქალი ყოველთვის ლამაზია. მაკიაჟს ყოველდღიურად არ ვატარებ, თუმცა ჩემს კანზე აუცილებლად ვზრუნავ და ძვირადღირებული პროდუქტებისთვის თანხა არასდროს არ მენანება. 

მაკიაჟის გოგო არ ვარ, მიყვარს, სახის კანზე სისუფთავის შეგრძნება. დღის განმავლობაში მხოლოდ დამატენიანებელსა და მზისგან დამცავს მოვიხმარ.

პროცესი სახელად - პიროვნული ზრდა

მჯერა, რომ ბედნიერება საუკეთესო მაკიაჟია ქალისთვის, როდესაც ბედნიერი ვარ, თავს ყველაზე ლამაზ ქალად ვგრძნობ.

GLOW GETTER FACE SYSTEM 

ყიდვა

ზევით