ქართული ლაზიერის გამბიტი - დიდოსტატი ნინო ბაციაშვილი

nino batsiashvili cover

Netflix-ის უახლესმა ტელესერიალმა, „ლაზიერის გამბიტი“, მსოფლიო საჭადრაკო სფეროზე ისეთივე გავლენა იქონია, როგორც დანარჩენ სამყაროზე, რომელშიც სპორტის ამ სახეობის მიმართ ინტერესი ერთი ორად გაიზარდა. გამოგონილი პერსონაჟის - ბეტ ჰარმონის ისტორია Netflix-ის ისტორიაში ყველაზე ყურებადი შოუ გახდა.

ჭადრაკის ყველაზე დიდ ონლაინ პლატფორმაზე - Chess.com, ახალი მოთამაშეების რეგისტრაცია ყოველდღიურად 100 000-ს აჭარბებს.

სერიალმა ქართველი მაყურებლების გულებიც მოიგო, სულ რომ არაფერი, საქართველო ნონა გაფრინდაშვილის სამშობლოა და ყველა თუ არა, ლაზიერის გამბიტის მთავარ პერსონაჟში ქართველ დიდოსტატს ბევრი ხედავს. The Diary-ის გუნდი ამჯერად კიდევ ერთ დიდოსტატს გაგაცნობთ, რომელიც ერთ-ერთია იმ 35 ქალს შორის მსოფლიოს მასშტაბით, რომლებიც კაცის საერთაშორისო დიდოსტატის წოდებას ატარებენ.

batsiashvili

ნინო ბაციაშვილმა 2015 წელს საჭადრაკო ისტორიაში კვალი მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან შეხვედრით დატოვა, როდესაც ახალგაზრდა ქალმა შავი ფიგურებით ყაიმი ითამაშა. მაგნუს კარლსენი ახლაც მოქმედი #1 კაცი მოჭადრაკეა.

nino batsiashvili

საქართველოს სამგზის ჩემპიონი, პირველი ევროპის ონლაინ ჩემპიონატის გამარჯვებული და მრავალი საერთაშორისო ტურნირის პრიზიორი, ამჯერად ორი უდიდესი მნიშვნელობის მქონე ტურნირისთვის ემზადება.

ევროპის ქალთა მოჭადრაკეთა ინდივიდუალური ჩემპიონატი და ქალთა გრანდ ტურნირი, მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლის უფლების მოპოვების გარანტია.

ევროპის ქალთა მოჭადრაკეთა ინდივიდუალური ჩემპიონატი მონაწილეებს რუმინეთში, 2020 წლის მაისსა და ივნისში უმასპინძლებს, ხოლო ქალთა გრანდ ტურნირი დიდ ბრიტანეთში შემოდგომაზე გაიმართება. ამ ეტაპზე ქართველი დიდოსტატი სპონსორების ძიების პროცესშია და მნიშვნელოვანი თარიღებისთვის ემზადება.

ზევით