ქართველების მიერ შექმნილი წარმატებული სამკაულების ბრენდი ESHVI

ESHVI-ის დებიუტი 2012 წელს შედგა და მოდის სამყაროს ყურადღება დაუყოვნებლიბ მიიპყრო. მიუხედავად ბაზარზე არსებული კონკურენციისა, უნიკალური და გამორჩეული დიზაინის სამკაულების ახალგაზრდა ბრენდმა საკუთარი ადგილი მსოფლიო მოდის ბაზარზეც მოიპოვა. „ეშვის“ სამკაულების აქტიური მომხმარებლები არიან მსოფლიოში ცნობილი ვარსკვლავები: კაილი და კენდალ ჯენერები, ნიკოლ შერზინგერი, ქეთი მელუა, ლიონა ლუისი და სხვები. 

სამკაულების ბრენდი  ESHVI ნათია ჩხარტიშვილმა და თათუნა სვანიძემ 8 წლის წინ დააარსეს. მათი სამკაულები დღეს ლონდონში, რომში, პარიზში, ნიუ იორკსა და მსოფლიოს სხვა ქალაქებში იყიდება.

ეშვის სამკაულები

ნათია როდის ჩაეყარა საფუძველი ESHVI-ს? 

ბრენდი 2012 წელს მე და თათუნა სვანიძემ  ერთად დავაფუძნეთ და ის მაღალი ხარისხის განსხვავებულ და დახვეწილ სამკაულს ქმნის. სწორედ ამიტომ ESHVI მალევე მოექცა პრესის ყურადღების ცენტრში და მოკლე დროში მოიპოვა პოპულარობა. ახლა ბიზნესი Smart Capital-ის მართველობაშია, რომლის მმართველ გუნდშიც ვარ მე.

Photo: ნათია ჩხარტიშვილის FB გვერდი

რომელ ქვეყნებში და რომელ მაღაზიებშია შესაძლებელი „ეშვის“ სამკაულების შეძენა?

იქიდან გამომდინარე რომ დღითიდღე იზრდება ბრენდის ცნობადობა, ყოველდღიურად იზრდება ინტერესი სხვადასხვა concept store-ბის  მხრიდან. დღეისათვის „ეშვი“ მსოფლიოს 120-ზე მეტ მაღაზიაშია წარმოდგენილი. ჩვენი სამკაულები იყიდება იტალიაში, საფრანგეთში, ინგლისში, გერმანიაში, ამერიკაში და ბევრ სხვა ქვეყანაში.

სულ ცოტა ხნის წინ კაფსულა კოლექცია შეიქმნა ექსკლუზიურად საქართველოსთვის...

გამომდინარე იქიდან, რომ იზრდებოდა ინტერესი ქართველი მომხმარებლების მხრიდან 2020 წლის ნოემბერში გავხსენით „ეშვის“ Pop Up მაღაზია სითი მოლში.  სწორედ ამ გახსნისთვის შეიქმნა  კაქტუსების ინსტალაცია, რომელიც ინსპირირებულია „ეშვის“ 2021 წლის კოლექციით. 

როგორი ქალისთვის იქმნება „ეშვი“ ?

„ეშვის“ მომხმარებელი ქალბატონი დარწმუნებულია საკუთარ თავში, იცის რა სურს და არ უფრთხის ექსპერიმენტებს. არ ეშინია საკუთარი თავის გამოხატვის. არის ძლიერი და იცის როგორ შეუხამოს სამკაულები ყოველდღიურ თუ საღამოს სამოსს. მას არ ეშინია ყურადღების ცენტრში ყოფნის.

რას ურჩევდი დამწყებ ანტერპრენერ ქალს?

დამწყებ ანტერპრენერ ქალს ვურჩევ იყოს საკუთარ თავში დარწმუნებული, დაისახოს მიზანი და მიჰყვეს მას.

რა გეგმები გაქვთ?

ვემზადებით 2022 წლის კოლექციის საჩვენებლად, რომელიც თითქმის დასრულებულია და, ვფიქრობთ, რომ უფრო დიდი მოთხოვნა იქნება ბაზარზე ვიდრე 2020 წელს იყო.

ზევით