#სპორტი

ახალი GOAT კალათბურთის ისტორიაში - ვინ არის კეიტლინ კლარკი

გაზიარება:

Get ready for the GOAT talk! სტეფ კარის მდედრობითი ვერსიაა კეიტლინ კლარკი, თუ სტეფ კარი გახლავთ კაცების კალათბურთის კეიტლინ კლარკი -ამაზე დავა უკვე თამამად შეიძლება.

კეიტლინ კლარკი, caitlin clark
ფოტო:X.com

კეიტლინ კლარკის გამოჩენამ ქალთა კალათბურთს არნახული ყურადღება და დაფასება მოუტანა. 22 წლის ათლეტი სპორტულ მწვერვალებს იპყრობს. ამერიკელმა კალათბურთელმა ამომავალი ვარსკვლავის სახელი უკვე დაიმკვიდრა და მისი გამოჩენით ქალთა კალათბურთიც ფაქტობრივად თავიდან დაიბადა.

კეიტლინ კლარკი, caitlin clark
ფოტო:Emilee Chinn

კლარკი აიოვას შტატში გაიზარდა. პირველად კალათბურთის ბურთს ხელი ხუთი წლის ასაკში მოკიდა და ბიჭების გუნდში დაიწყო თამაში. კეიტლინს ფეხბურთის, ტენისის, გოლფის, ფრენბურთის თამაში უმაღლეს დონეზე გამოსდიოდა, თუმცა სკოლის ბოლო წლებში კალათბურთი პრიორიტეტად აქცია და უკან აღარასდროს მოუხედავს. ჯერ კიდევ არასრულწლოვანი კეიტლინი თითო მატჩზე საშუალოდ 32 ქულას აგროვებდა.

caitlin clark, კეიტლინ კლარკი
ფოტო:ESPN

კოლეჯის კალათბურთის თამაში 2020 წელს დაიწყო. მისი გამოჩენის დღიდანვე ნათელი გახდა, რომ სულ მალე მთელი მსოფლიო კლარკზე ალაპარაკდებოდა. კალათბურთის მოყვარულები ახალგაზრდა სპორტსმენის უმაღლეს ლიგაში ხილვას სულმოუთქმელად ელოდნენ, თუმცა WNBA-ის წესების მიხედვით, გუნდში მხოლოდ 22 წელს ზემოთ ასაკის გოგოებს შეუძლიათ თამაში. გარდა ამისა, სკოლის დამთავრებიდან ოთხი წელი უნდა იყოს გასული. ამიტომაც, კოლეჯის გასაოცარი კარიერის შემდეგ, აპრილში კეიტლინი WNBA-ში Indiana Fever-ის გუნდში გადავიდა. WNBA-ს პირველივე თამაშზე მან 20 ქულა და 10 turnover-ი მოაგროვა, რაც ისტორიაში სადებიუტო რეკორდია. მალევე კლარკი WNBA-ის ყველაზე სწრაფი ახალბედა გახდა, რომელმაც 100 ქულისა და ბურთის 50 გადაცემის მოგროვება შეძლო.

Indiana Fever, WNBA, caitlin clark, კეიტლინ კლარკი

ჯერ კიდევ კოლეჯში თამაშისას, 44 ქულის აღების შემდეგ, კეიტლინი გახდა ქალი, რომელმაც Carver Hawkeye Arena-ზე, ერთი თამაშის მანძილზე, კალათში ყველაზე მეტი ბურთი ჩააგდო. ამის შემდეგ, კაცების რეკორდების მოხსნაზე გადავიდა. უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც ლეგენდარული პიტ მერევიჩი გახლავთ ის ადამიანი, რომელმაც NCAA პირველი დივიზიის მიხედვით, კალათში ყველაზე მეტი ბურთის ჩაგდება მოახერხა. 22 წლის კლარკმა ეს რეკორდი უკვე გააუმჯობესა. What's next girl?

Iowa Hawkeyes women's basketball, Caitlin Clark, კეიტლინ კლარკი
ფოტო:Getty Images

კლარკს თამაშის სტილით არც მეტი, არც ნაკლები, NBA-ის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშეს, სტეფ კარის ადარებენ. თუმცა ეს რა გასაკვირია, როცა კეიტლინმა თავად სტეფ კარის რეკორდიც გაუმჯობესა. მან Division ერთში, სეზონის განმავლობაში ყველაზე მეტი სამქულიანი ჩააგდო და სტეფს ტიტული ჩამოართვა.

caitlin clark, კეიტლინ კლარკი
ფოტო:Jason Miller

კეიტლინის გავლენასა და წარმატებას ჯერ კიდევ კოლეჯის კალათბურთის თამაშის დროიდან ბევრი ფაქტორი მოწმობს. აიოვასა და სახრეთ კაროლინას ეროვნულ ჩემპიონატს საშუალოდ 18.9 მილიონი ადამიანი უყურებს, კეიტლინის წყალობით კი ეს რიცხვი 89%-ით გაიზარდა და ბოლო ხუთ წელიწადში, ქალებისა და კაცების გუნდებში ყველაზე მაღალრეიტინგული თამაშის სახელიც დაიმკვიდრა. ყველაზე დაძაბულ მომენტში თამაშს 24 მილიონი ადამიანი უყურებდა.

Caitlin Clark, კეიტლინ კლარკი, WNBA draft
ფოტო:Mike Lawrence/Getty Images

კლარკის ყოფნა ქალთა კალათბურთში ყველაფრის შეცვლას მოასწავებს. 2023 წლის WNBA-ის ფინალს საშუალოდ 728,000 ადამიანი უყურებდა. Indiana Fever-ი (გუნდი, რომელშიც დღეს კეიტლინი თამაშობს) 2023 წელს, მატჩზე დასწრების კუთხით, 12 გუნდში ბოლოდან მეორე ადგილზე იყო. მათი მატჩი ტელევიზიით მხოლოდ ერთხელ გადმოიცა. დღეს, WNBA-ის ისტორიაში პირველად, ინდიანას რეგულარული 40 თამაშიდან 36 ტელევიზიასა და სტრიმინგ პლატფორმებზე შუქდება.

Caitlin Clark, კეიტლინ კლარკი
ფოტო:Matthew Putney/Getty Images

აპრილის მონაცემებით, მხოლოდ კლარკის დახმარებით, ინდიანას გუნდმა საშუალოდ 2.45 მილიონი მაყურებელი შეიძინა.

დიადი წარმატებების მიუხედავად, კლარკს დიდებაზე მეტად კალათბურთის თამაში და მოგება უყვარს. ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ ბავშვობაში არ ესმოდა, თუ რა იყო წაგება.

Caitlin Clark's Family, კეიტლინ კლარკი
კეიტლინ კლარკი ოჯახთან ერთად

"მაშინვე ტირილს ვიწყებდი და ვერ ვხვდებოდი თუ რატომ წავაგე. ეს მხოლოდ სპორტს არ ეხებოდა. სკოლაში ჩემი კონკურენტულობის გამო მასწავლებელს კლასიდანაც გავუძევებივარ. ახლაც არ მიყვარს წაგება, მაგრამ ვიაზრებ, რომ თითოეულმა მარცხმა ბევრი რამ მასწავლა"

მიუხედავად იმისა, რომ კლარკის გამოჩენას ქალთა კალათბურთისთვის კარგის მეტი არაფერი მოუტანია, ახალგაზრდა სპორტსმენის მიმართ პარკეტზე დიდი მორალური ომი გაჩაღდა. ამის მიზეზი WNBA-ის ერთ-ერთი კალათბურთელი, ენჯელ რიზია.

კეიტლინ კლარკი, ენჯელ რიზი, wnba, ქალთა კალათბურთი

Chicago Sky-ის მოთამაშე კლარკის ერთ-ერთი მთავარი ოპონენტია, რომელიც არასპორტულ საქციელში უკვე არა ერთხელ ამხილეს. რიზის გულშემატკივრები უარყოფენ იმ ფაქტს, რომ WNBA-ის პოპულარობის მყისიერი ზრდა კლარკის დამსახურებაა. ამავე აზრზეა თავად რიზიც, რომმელიც არც ერთ შანსს არ უშვებს ხელიდან, რომ მოედანზე კლარკის მიმართ აგრესია გამოხატოს.

"არ ვთვლი, რომ WNBA-ის წარმატება ერთი მოთამაშის დამსახურებაა. ეს ჩემი დამსახურებაცაა და ხალხი თამაშებზე ჩენს სანახავადაც დადის" - ამბობს რიზი ერთ-ერთ ინტერვიუში

სოციალურ მედიაში აქტიურად მუსირებს აზრი, რომ რიზის მხარდამჭერები შავკანიანების მიერ დომინირებულ სპორტში თეთრკანიანი ქალის გამოჩენას აპროტესტებენ, თუმცა უმრავლესობის აზრით, გარდა იმისა, რომ კლარკი საოცარი კალათბურთელია, ის ენჯელ რიზისგან განსხვავებით კეთილსინდისიერი სპორტსმენია.

ენჯელ რიზი, angel reese, კეიტლინ კლარკი, ქალების კალათბურთი, nba, wnba

"არა, ენჯელ რიზის მხრიდან სხვისი ბულინგის ყურება არ უნდა ხალხს. რიზის თამაშებს მხოლოდ მაშინ ვუყურებთ, როცა მის წინააღმდეგ კეიტლინ კლარკი თამაშობს" - ამბობს ერთ-ერთი ტიკტოკერი.

პროფესიონალური კალათბურთის მოთამაშეებიდან უმეტესობა კეიტლინ კლარკის მხარს იჭერს. 22 წლის კალათბურთელის შესახებ თავად ლებრონ ჯეიმსმაც კი ილაპარაკა, რომელმაც ისიც ახსენა, რომ WNBA-ის პოპულარობის გაზრდა მთლიანად კლარკის დამსახურებაა. გარდა ამისა, კეიტლინის წყალობით საგრძნობლად გაიზარდა WNBA-ის დაფინანსებაც, რასაც ქალთა კალათბურთის განვითარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ზევით