#სპორტი #საზოგადოება

კობი ბრაიანტის ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი ცნობილია

გაზიარება:

ლეგენდარული კალათბურთელის - კობი ბრაიანტის დაღუპვის მიზეზი ცნობილია. ხანგრძლივი გამოძიების დასრულების შემდეგ, ექსპერტებმა დასკვნა 9 თებერვალს გამოაქვეყნეს. ვერტმფრენის ჩამოვარდნაში, რასაც 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ბრალი მფრინავს მიუძღვის.

კობი ქალიშვილთნ ჯიანასთან ჯიჯისთან ერთად
კობი ქალიშვილთან - ჯიჯისთან ერთად

არა ზობაიანმა, რომელიც ავბედით დღეს ვერტმფრენს მართავდა,  ავია დისპეტჩერებს შეატყობინა, რომ ნისლიდან თავის დაღწევის მიზნით, ვერტმფრენი 4,000 ფუტის (1220 მეტრი) სიმაღლეზე აჰყავდა, თუმცა სინამდვილეში ვერტმფრენი მარცხნივ იყო გადახრილი და სიმაღლეს სწრაფად კარგავდა. ამ მოვლენას, სამედიცინო ენაზე სომატოგრავიტაციული ილუზია ეწოდება. სწრაფი აჩქარების დროს, სხეული უკან იხრება ამან კი შესაცდოა შეცდომაში შეგვიყვანოს. სწორედ ამ მდგომარეობამ და სწრაფმა აჩქარებამ მფრინავს აფიქრებინა, რომ ვერტმფრენი მაღლა აჰყავდა. ზობაიანი ღრუბლების გამო სივრცეს ფაქტიურად ვერ ხედავდა, რამაც სივრცითი დეზორიენტაცია გამოიწვია. 

მას ასეთ ღრუბლებში შესვლის უფლება არ ჰქონდა - ნათქვამია დასკვნაში. 

როდესაც მფრინავი ლანდშაფტს საერთოდ ვერ ხედავს, სივრცის აღქმას კარგავს. ამის გამო, მათ მსგავსი პირობების დროს ნისლში შესვლა კატეგორიულად ეკრძალებათ. გამოძიების დასკვნაში აღნიშნულია, რომ მფრინავი ვალდებული იყო, უკან დაბრუნებულიყო.

კობი ბრაიანტის ვერტმფრენი მფრინავი არა ზობაიანი
არა ზობაიანს ცაში 8500 საათი ჰქონდა გატარებული

შეგახსენებთ, რომ  გასული წლის იანვარში, კალიფორნიის ქალაქ კალაბასასში ტრაგიკულ ავია კატასტროფას ცნობილი კალათბურთელის - კობი ბრაიანტის, მისი ქალიშვილის და მათთან ერთად 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის გახლდათ მფრინავიც, რომლის ბრალეულობასაც გამოძიება ამტკიცებს. 

 

ზევით