#საზოგადოება

ლეონარდო დიკაპრიო გალაპაგოსის კუნძულების გადასარჩენად 43$ მილიონს გამოყოფს

გაზიარება:

მსახიობი და გარემოსდამცველი აქტივისტი ლეონარდო დიკაპრიო, გალაპაგოსის კუნძულებზე ეკოლოგიური რესტავრაციის მცდელობისთვის 43$ მილიონს გამოყოფს, ეს ინიციატივა ერთ-ერთი მორიგი მცდელობაა მსახიობის მხრიდან, კლიმატის გლობალური ცვლილებების პროცესების შესაჩერებლად.

სულ რამდენიმე დღის წინ, ლეონარდო დიკაპრიომ გარემოსდაცვითი ორგანიზაცია Re:wild წარადგინა, რომელიც მიზნად ველური ბუნების დაცვასა და ბიომრავალფეროვნების აღდგენას ისახავს. გალაპაგოსის ეროვნული პარკის დირეტორთან, კუნძულის ბუნების დაცვის სამსახურთან და ადგილობრივებთან თანამშრომლობით, Re:wild გადაშენების პირას მყოფი ცხოველების სახეობების გადარჩენას გეგმავს.

 Re:wild-ის მისიებს შორის გალაპაგოსის მკვიდრი მოსახლეობის და თემების ხმების გაძლიერებაც გახლავთ

გალაპაგოსის კუნძულების პროექტისთვის, ლეონარდო დიკაპრიომ ველური ბუნების ვეტერინართან და გარემოსდაცვის სპეციალისტთან, პაულა კასტანოსთან ითანამშრომლა: "გალაპაგოსის კუნძულებზე მოგზაურობისას, ეკვადორში, პაულა კასტანო და სხვა გმირები გავიცანი, ისინი ყოველდღე, მუხლჩაუხრელად მუშაობდნენ დედამიწის ამ შეუცვლელი ადგილის გადასარჩენად".

ზევით