მაია ღონღაძე - თქვენი სილამაზის გარანტი

დერმატო-კოსმეტოლოგია ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი სფეროა მსოფლიოში, ინდუსტრია, რომელიც დღითი დღე იცვლება, ადგენს ახალ სტანდარტებს და გვთავაზობს თანამედროვე პროცედურებს, რომელთა დახმარებითაც სილამაზისთვის მსხვერპლის გაღება საჭირო აღარ არის. საბედნიეროდ, საქართველოს ესთეტიკური მედიცინა ყოველთვის კვალდაკვალ მიჰყვება მსოფლიო ტრენდებს და მაღალკვალიფიციური პროფესიონალების დახმარებით, თითოეულ ჩვენგანს აძლევს შანსს, უმტკივნეულოდ და რაც მთავარია უსაფრთხოდ იზრუნოს საკუთარ სილამაზეზე.

დღეს, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ დერმატოლოგ-ვენეროლოგსა და კოსმეტოლოგს მაია ღონღაძეს გაგაცნობთ, რომელიც იმ ბედნიერ ადამიანთა ჯგუფს მიეკუთვნება, რომლებსაც საკუთარი საქმიანობა უდიდეს სიამოვნებას ანიჭებთ და ამ საქმიანობით სხვებსაც აბედნიერებენ.

თქვენი ისტორია რომ გვიამბოთ, რას საქმიანობთ...

მე პროფესიით ექიმი დერმატოლოგ-ვენეროლოგი და კოსმეტოლოგი ვარ, 2011 წლამდე ვცხოვრობდი მოსკოვში, იქ დავამთავრე სკოლა და 2004 წელს სამედიცინო ინსტიტუტი, რის შემდეგაც 2011 წლამდე ვმუშაობდი მოსკოვის ესთეტიკური მედიცინის კლინიკაში „გალათეა“.

მას შემდეგ, რაც ჩემს პროფესიაზე ჩამოვყალიბდი და მთავარი ორიენტირიც ავირჩიე, კვალიფიკაციის ასამაღლებლად და ცოდნის გასაღრმავებლად ვისწავლე არაერთ სკოლაში, მათ შორის NikeMed-ში, Валекс-М-ში, Mrtinexs-ში, PHITOJEN-ში, Maruga-ში, Teoxsan-ში, Мелис-ში,RedermaSwiss-ში, The Korean institute-ში,Thread Needle therapi-სა და NeoMedtec-ში.

„მე ალბათ იმ ბედნიერი ადამიანების ჯგუფს მივეკუთვნები, რომლებსაც საკუთარი საქმიანობა უდიდეს სიამოვნებას ანიჭებთ“ - მაია ღონღაძე

2011 წლიდან საქართველოში დაბრუნება და ჩემი ცოდნის გამოყენება აქ გადავწყვიტე, რამდენიმე წელი დერმატო-კოსმეტოლოგიის ოფიციალური ტრენერის ამპლუაში გავატარე, 2018 წლიდან კი ვმუშაობ კლინიკა „დეამედში“ ექიმი დერმატო-კოსმეტოლოგის პოზიციაზე.

ესთეტიკური მედიცინის გადატრიალება...

ეს წლები ესთეტიკური მედიცინის ბუმის წლებია მსოფლიოში, შემუშავებული იქნა სრულიად ახალი გამაახალგაზრდავებელი პროცედურები, ისეთები, როგორებიცაა: მეზოთერაპია, ჰომეომეზოთერაპია, ჰიალურონის მჟავის და სხვა სახის (კალციუმის ჰიდროაპატიტის) ფილერები, ბიორევიტალიზაცია, ბოტულინის ტოქსინის მოხმარების ახალი მეთოდები, მეზო-ძაფები, 3D ლიფტინგი, უამრავი აპარატურული პროცედურა.

ბაზარზე ვხედავთ ისეთ კომპანიებსაც, როგორებიცაა ალერგანი, Merz, Q-Med, Teoxane, Filorga, Innoa Estetics, Ial System ACP, Galderma, Mezoline. დღეს ასეთი პრეპარატების და მათი მწარმოებლების რაოდენობა უკვე ასეულობითაა, თუმცა ესთეტიკური მედიცინა წამითაც არ ჩერდება, არსებობენ მსოფლიო ლიდერები, რომლებიც ქმნიან ახალ პრეპარატებს, ავითარებენ ტექნოლოგიებს და მათი შეყვანის მეთოდებს.

პროფესიული განვითარების კვალდაკვალ...

საბედნიეროდ, ყოველთვის მქონდა შესაძლებლობა, მივყოლოდი ესთეტიკური მედიცინის განვითარებას, გამევლო ყველა ტრენინგი, რომელსაც ბაზარი ექიმებს სთავაზობდა. მე, თვითონ გახლავართ მსოფლიოს რამდენიმე წამყვანი ბრენდის ტრენერი საქართველოში, კერძოდ, ვმუშაობდი კომპანია UCG Georgia-ში კომპანიების: Q-Med (Restylane); Teoxane (Teosyal); Skinforce Geneva - ტრენერად.

ზევით