#სამეფო ოჯახი

პრინცი ჰარის CARPOOL KARAOKE - სამეფო ოჯახის წევრი უკვე HOLLYWOOD-ელია

გაზიარება:

პრინცმა ჰარიმ Hollywood-ელობა ბოლომდე მოირგო. ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრი ლოს-ანჯელესში ცნობილ ტელეწამყვანთან - ჯეიმს კორდონთან ერთად გადაღებების დროს დააფიქსირეს. დიდი ხნის მეგობრები ქალაქის ქუჩებში გადახდილი ავტობუსით გადაადგილდებოდნენ, რომელშიც ასევე გადამღები ჯგუფის რამდენიმე წევრი იმყოფებოდა.

პრინცი ჰარი ლოს ანჯელესში ქარ პულ კარაოკეს გადაღებებზე
პრინცი ჰარი Carpool Karaoke-ს გადაღებებზე ლოს-ანჯელესის ქუჩებში

ჯეიმს კორდონმა და პრინცმა ჰარიმ Carpool Karaoke-ს სეგმენტი COVID 19-ის პროტოკოლის დაცვით გადაიღეს. გადამღებ ჯგუფს კი პოლიციის ესკორტი და ჰარის პირადი დაცვა დაჰყვებოდა.

ისინი დიდი ხნის მეგობრები არიან. გადაღებები ძალიან სახალისო გამოდგა. ზოგადად, ჰარი საკმაოდ მხიარული ადამიანია.

ტელეწამყვანის და უფლისწულის მეგობრობა წლების წინ დაიწყო. ჯეიმსი ერთ-ერთია იმ ცნობილი სახეებიდან, რომელიც 2018 წელს მეგანისა და ჰარის სამეფო ქორწილს მეუღლესთან ერთად დაესწრო.

ჯეიმს კორდონი პრინცი ჰარის ქორწილში
ჯეიმს კორდონი და მისი მეუღლე ჰარისა და მეგანის სამეფო ქორწილში

კორდენს ქორწილის დღეს ალერგია აწუხებდა. წამყვანმა მოგვიანებით იხუმრა კიდეც, რომ ცერემონიის ჩაშლა დაცემინებით ნამდვილად არ სურდა.

ეკლესია სავსე იყო ულამაზესი ყვავილებით, მე კი ყვავილებზე საშინელი ალერგია მაქვს. იმ მნიშვნელოვანი მომენტის დროს, როდესაც მღვდელი კითხულობს: „თუ ვინმე ხართ წინააღმდეგი…” მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ ცემინება არ ამეტეხა.

მეგანი და ჰარი შვილთან ერთად კალიფორნიაში საცხოვრებლად გასული წლის მარტში გადავიდნენ. თუ მსახიობს სამეფო ოჯახის წევრის სტატუსმა სოციალური მედიის გვერდები და პირადი ბლოგი დააკარგვინა, ამიერიდან ამერიკაში გადაბარგებული წყვილი ბუკინჰემის სასახლეს რჩევას აღარ ეკითხება და იმას აკეთებს, რაც სურს.

ზევით