საერთაშორისო აქსელერაციის პროგრამა - ახალგაზრდები სოფლის მდგრადი განვითარებისთვის

გაზიარება:

გსურთ შექმნათ და განავითაროთ თქვენი ინოვაციური სოციალური საწარმო და იმუშაოთ საერთაშორისო ახალგაზრდულ გუნდში  ტრენერების და მენტორების დახმარებით? მაშინ საერთაშორისო აქსელერაციის პროგრამა "ახალგაზრდები სოფლის მდგრადი განვითარებისათვის" თქვენთვისაა შექმნილი. პროგრამა რომელიც მიზნად ისახავს სოფელში მცხოვრები ახალგაზრდების მოტივაციას, წახალისებასა და ახალ შესაძლებლობას, შექმნან ინოვაციური ეკო-სოციალური საწარმოები და მდგრადი თემები თანაბარი შესაძლებლობებით. 

პროექტი ხორციელდება ანტრეპრენერთა ასოციაციის ThinkCamp თან თანამშრომლობით. პროექტი დაფინანსებულია საგრანტო პროგრამა “MEET UP! Youth for Partnership”-ის მიერ, Remembrance, Responsibility, and Future (EVZ) ფონდისა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.

პროექტი მოიცავს სამუშაო შეხვედრებსა და საერთაშორისო მასტერკლასებს

პროექტის ფარგლებში შეირჩევა 18-დან 35 წლამდე 15 ქართველი და 15 გერმანელი მონაწილე, რომლებიც მზად არიან შემოდგომა გაატარონ სოფლად ინოვაციურ  სოციალური საწარმოების პროექტებზე სამუშაოდ. პროექტში მონაწილეობა უფასოა და ფარავს მგზავრობასთან, საცხოვრებელსა და კვებასთან დაკავშირებულ ხარჯებს. 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ ონლაინ სააპლიკაციო ფორმა 20 აგვისტოს ჩათვლით.

არ გაუშვათ შანსი ხელიდან, დაინტერესების შემთხვევაში შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა 20 აგვისტოს ჩათვლით და გახდით ახალგაზრდული გუნდის წევრი. დამატებითი შეკითხვებით მიმართეთ: tinatin@entrepreneurs.ge-ს  ან johannes.pfister@thinkcamp.eu-ს.

ზევით