#ცნობილები #საზოგადოება

სანდრა ოს შთამბეჭდავი სიტყვით გამოსვლა AAPI აქციაზე: „მეამაყება, რომ აზიელი ვარ“

გაზიარება:

Killing Eve-ის ვარსკვლავი, 49 წლის მსახიობი, სანდრა ო, მოულოდნელაც პიცბურგში გამართულ საპროტესტო აქციაზე გამოჩნდა და ამერიკელ-აზიელ მოსახლეობას თანადგომა გამოუცხადა. მას შემდეგ, რაც თემის წარმომადგენელთა მიმართ ძალადობის შემთხვევებმა იმატა, აზიელმა საზოგადოებამ ხმის ამოღება და აქციის „შეწყვიტე აზიელთა სიძულვილი“ გამართვა გადაწყვიტა. 

სანდრა ომ ქუჩაში შეკრებილი საზოგადოების წინ ნიღაბი მოიხსნა და რუპორით ხელში საკმაოდ ემოციური და მგზნებარე სიტყვით გამოვიდა: „ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ დღეს აქ თქვენთან ერთად დგომა რომ შემიძლია, მადლობას ვუხდი ყველა ორგანიზატორს, რომლებმაც მოგვცეს შანსი ვიდგეთ ერთად და ვიგრძნოთ ერთმანეთის თანადგომა“.

ჩვენი თემის წარმომადგენელთათვის, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხმამაღლა შეგვიძლია ვისაუბროთ ჩვენი შიშებისა და ბრაზის შესახებ, მადლობა მათ, ვინც გვისმენს

მხურვალე ოვაციების შემდეგ, სანდრამ საუბარი განაგრძო: ვიცი, რომ ჩვენი საზოგადოების წარმომადგენლები დღეს ძალიან შეშინებულები არიან და ამ შიშის დაძლევის ერთადერთი საშუალება, ერთმანეთთან გულახდილად საუბარია.

„მეამაყება, რომ აზიელი ვარ“ - ამ სიტყვებით დაასრულა სიტყვით გამოსვლა ამერიკელ-აზიელმა მსახიობმა. 

ნიუ-იორკის პოლიციისა და მთავრობის ცნობით, COVID-19-ის პანდემიის პირობებში, ამერიკელი აზიელების მიმართ ძალადობის შემთხვევები გახშირდა. გამოქვეყნებული დოკუმენტების ცნობით, გასული 1 წლის მანძილზე, აზიელი ხალხის მიმართ განხორციელებული 3.800 ძალადობრივი ინციდენტი დაფიქსირდა, რომელთა დიდი ნაწილი, კერძოდ კი 68 პროცენტი ქალებზე მოდის.

ზევით