#სპორტი

ეს ამბავია იმ სპორტსმენებზე, ვინც კერპებს სათამაშო მოედანზე შეხვდა

გაზიარება:

| ანა ციხელაშვილი |

წარმოუდგენელი ემოციაა, როდესაც შენთვის ყველაზე მისაბაძ პიროვნებასთან საერთო საქმეს იზიარებ, იქნებ ეს სცენა თუ საოფისე სივრცე, ან თუნდაც მეტოქეები ხდებით ფეხბურთის მოედანზე. ოცნებების დაიჯერეთ, ზღაპრის ბოლო,  დაუღალავი შრომის შედეგად, კეთილია! 

თამაში კრიშტიანუ რონალდუსთან

ფრანგი ფეხბურთელის, კილიან მბაპეს სახელი ალბათ თქვენთვის უკვე კარგად ნაცნობია. კილიანი Paris Saint-Germain-ის კლუბში 7 ნომრით თამაშობს. მისი სახელი საფრანგეთის ფარგლებს გარეთაც ჭექს და თავად ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელის ინსპირაციაა. კილიანი კრიშტიანუ რონალდუს თამაშების ყურებით გაიზარდა. მას მთელ ოთახში რონალდუს პლაკატები ჰქონდა გაკრული და მასთან ერთად მოედანზე მოხვედრაზე ოცნებობდა.

 Kylian Mbappe poses with his posters of hero Cristiano Ronaldo
ფოტო:Offside Sports

მისი ოცნება მაშინ ასრულდა, როცა ჩემპიონთა ლიგაზე რონალდუს წინააღმდეგ ითამაშა. ეს გამოცდილება მპაბესთვის მნიშვნელოვანი მომენტი იყო, ის არა მხოლოდ შეხვდა თავის კერპს, არამედ რონალდუსგან მოედანზე კარგი თამაშის გამო ქებაც დაიმსახურა.

სპორტი, ფეხბურთი, რონალდუ

რონალდუ ქართველი ფეხბურთელებისთვისაც Role Model-ია. 2013 წელს პორტუგალიელი ლეგენდა თბილისის დინამოს საწვრთნელ მოედანს ეწვია და მის გახსნას დაესწრო. სწორედ ამ დროს მასთან პატარა ფეხბურთელებმა სურათები გადაიღეს.

Cristiano Ronaldo, კრისტიანუ რონალდუ, დინამო, ქოჩორა, კვარა
ფოტოები:433 football, AFP, ეროვნული ნაკრები

ამ პატარების რიგებში იყვნენ, გიორგი ქოჩორაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ანზორ მექვაბიშვილი. სწორედ ამ პატარა ბიჭებმა 26 ივნისს რონალდუს წინააღმდეგ ითამაშეს და პორტუგალიის ნაკრები 2 ქულით დაამარცხეს კიდეც. ხვიჩამ კრიშტიანუს მაისურიც გაუცვალა. 

რონალდუ, ხვიჩა კვარაცხელია

როჯერ ფედერერი და პიტ სამპრასი

როჯერ ფედერერი, ჩოგბურთის უდიდესი მოთამაშე, 2001 წელს უიმბლდონზე თავის კერპს, პიტ სამპრასს დაუპირისპირდა. მაშინ 19 წლის ფედერერი ამომავალი ვარსკვლავი იყო, ხოლო სამპრასი კი სპორტის ლეგენდად აღიარებული ფიგურა. ფედერერმა მატჩი ამაღელვებელ ხუთ სეტში მოიგო. ხშირად ამ მოგებას ფედერერის შესანიშნავი კარიერის ათვლის წერტილადაც მიიჩნევენ. ამ მატჩს მეტაფორულად ჩირაღდნის გადაცემასაც კი ადარებენ - ლეგენდარულმა ჩოგბურთელმა ახალ თაობას წარმატების გზაზე სატარებელი სინათლე გადაულოცა.

Pete Sampras and Roger Federer
ფოტო:Matthew Stockman/Getty Images

რაფაელ ნადალი და კარლოს მოია

რაფაელ ნადალი ესპანელი ჩოგბურთელია, რომელიც მებრძოლი სულით გამოირჩევა. კარიერის დასაწყისში მასაც მოუწია საყვარელი ჩოგბურთელის წინააღმდეგ ასპარეზობა. კარლოს მოია გახლდათ ფედერერის კერპი, რომელიც შემდგომ ფედერერის მწვრთნელიც კი გახდა. მოიას მწვრთნელობა ფედერერს კარიერული სიმაღლეების დალაშქვრაში დაეხმარა. მათი ურთიერთობა კარგი მაგალითია იმის, თუ რამხელა გავლენის მოხდენა შეუძლია ბავშვობის დროინდელ მისაბაძ ადამიანს.

Carlos Moyá and Rafael Nadal, რაფაელ ნადალი, კარლოს მოია
ფოტო:Glenn Campbell/ AFP

ლებრონ ჯეიმზი და მაიკლ ჯორდანი

NBA-ს ამჟამინდელი მეფე, ლებრონ ჯეიმზი, მაიკლ ჯორდანის თამაშების ყურებით გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ მათ NBA-ის ოფიციალურ თამაშში ერთმანეთის წინააღმდეგ ასაკობრივი სხვაობის გამო არასოდეს უთამაშიათ, ლებრონი ჯორდანის კარიერის მნიშვნელობაზე ხშირად საუბრობდა. დღეს კი იმაზე მიდის დავა, თუ რომელი მათგანია კალათბურთის GOAT.

კალათბურთი, Michael Jordan, LeBron James, ლებრონ ჯეიმზი, მაიკლ ჯორდანი
ფოტო:Getty Images

ლებრონმა მაიკლ ჯორდანთან პირველი შეხვედრის შემდეგ პრესას თავისი ემოციები გაუზიარა. 

“როცა მაიკლ ჯორდანს პირველად შევხვდი, ვერ ვიჯერებდი რომ ის იყო. არ მეგონა მაიკლი თუ ნამდვილი ადამიანი იყო, მეგონა მხოლოდ ტელევიზორში არსებობდა. რომ შევხვდი, ჩემთვის ის ნამდვილი Black Jesus-ი იყო.”

ჯეიმს კონერი და ერიკ ბერი

NFL-ის მოთამაშეები ჯეიმს კონერი და ერიკ ბერი ერთი და იმავე სიმსივნის დიაგნოზს ებრძოდნენ. ჯეიმს კონერისთვის ბერი უდიდესი ინსპირაცია იყო, რადგან მან სიმსივნის დამარცხება და თამაშის გაგრძელება შეძლო. ჯეიმსი თავისი ამბის შესახებ Ellen Show-ში მოჰყვა, სიურპრიზად კი ელენმა ერიკ ბერი მოიწვია ამ დროს სტუმრად. მას შემდეგ რაც NFL-ის ორივე ვარსკვლავმა სიმსივნე დაამარცხა, მათ ერთმანეთის წინააღმდეგ თამაშის შანსი მიეცათ.

ეს შეხვედრა არამხოლოდ მოთამაშეებისთვის, არამედ საზოგადოებისთვისაც ინსპირაციული იყო, რადგან სპორტის ემოციური მხარე აჩვენა. სტადიონზე მათი შეხვედრა დასტური იყო იმის, თუ როგორ შეუძლიათ სპორტსმენებს პირადი და პროფესიული გამოწვევების გაზიარებით ერთმანეთი შთააგონონ.

Eric Berry, James Conner, ჯეიმს კონერი, ერიკ ბერი

"ჩვენ ერთ ამბავს ვიზიარებთ. ზუსტად ვიცით რას გრძნობს მეორე" - განაცხადა კონერმა ბერისთან ურთიერთობის შესახებ.

კონერის თქმით მათი ამბავი ცხადყოფს, რომ ძლიერი აზროვნებით და გონებით ოცნებების მიღწევა შესაძლებელია. ჯეიმს კონერი Role Model-თან ერთად სხვა სპორტსმენებისთვის დიდი შთაგონების წყარო გახდა. 

ზევით