#საზოგადოება

MARKETINGHUB x THEDIARY x RUGBY GEORGIA

გაზიარება:

გასულ ღამეს, The Diary x Marketing Hub x Rugby Georgia-მ, Esquisse Restaurant Tbilisi-ში, ერთგულ თუ ახალ პარტნიორებთან ერთად, კიდევ ერთ მაგიურ საღამოს ვუმასპინძლეთ. ჯერ კიდევ დადებითი ემოციების გავლენის ქვეშ მყოფი გეტყვით, რომ ამ საღამოს ჰქონდა ყველაფერი, იმისათვის, რომ ის იდეალურად მოვიხსენიოთ: სასიამოვნო ურთიერთობები, ბევრი ღიმილი, უგემრიელესი სასმელები და სასიამოვნო მუსიკა, ერთი სიტყვით, გასული ღამის წვეულება ზუსტად ისეთი გამოვიდა, როგორიც ჩაფიქრებული გვქონდა და შეიძლება უკეთესიც.

Esquisse Restaurant Tbilisi-ს დახვეწილი და ორიგინალური ინტერიერი, ნატიფი ესთეტიკა, მყუდრო გარემო და უგემრიელესი კერძები ის მნიშვნელოვანი ელემენტებია, რომლებმაც გუშინდელი ღამე შექმნეს. მარჯანიშვილის 51 ნომერში მდებარე სივრცეში შებიჯებისთანავე იგრძნობოდა, რომ ეს ადგილი ჩვენთვის და ჩვენი სტუმრებისთვის თავშეყრის საყვარელ ადგილად იქცეოდა და არც ამჯერად შევმცდარვართ. 

საღამოს მასპინძლები მაკო ზაქარეიშვილი, ნინუცა მაისურაძე და ნანკა კიკალია 

რა თქმა უნდა, ჩვენს ძვირფასს სტუმრებს მისასალმებელი სასმლით შევეგებეთ. ჩვენმა ერთგულმა პარტნიორმა და მხარდამჭერმა ჟუჟუნამ როზე ცქრიალა წარმოგვიდგინა, რომელმაც ხუთშაბათი საღამო თავისი არომატულობითა და სიცქრიალით მოიცვა.

არომატული თუ შუშხუნა ღვინოების და შამპონიურების გვერდით საქართველოში წარმოებული, ამერიკული ლუდის ბრენდის MILLER-ის პოვნაც იყო შესაძლებელი, რომელიც მსუბუქი, ამერიკული, პრემიუმ კლასის ლუდია. მის გემოს განსაკუთრებულს არამხოლოდ მისი რეცეპტი, არამედ ხარშვის უნიკალური ტექნოლოგია - ოთხჯერადი ფილტრაცია ქმნის. MILLER-ის ოფიციალური მწარმოებელი და დისტრიბუტორი ლუდსახარში „ზედაზენი“ გახლავთ.

ანი ფალავანდიშვილი, პიანისტი

ჩვენი საღამოს მუსიკალური ნაწილი პიანისტმა ანა ფალავანდიშვილმა გახსნა, კარგად ნაცნობმა, ნოსტალგიურმა მელოდიურმა ჰანგებმა ერთიანად დაატყვევა ჩვენი სტუმრები, მალე კი ღრმა დიალოგების, ახალი ურთიერთობების და კავშირების საუნდტრეკადაც კი მოგვევლინა. იყო რაღაც ჯადოსნური ამ საღამოში და ყოველივე ამაში, მუსიკალურ გაფორმებას უდიდესი წვლილი მიუძღვის. 

ლულუ კახიანი, ჟურნალისტი

წვეულებაზე საპატიო ადგილს იკავებდა ჩვენი ერთგული პარტნიორი - პარფიუმერიულ მაღაზიათა ქსელი ლუტეცია, რომელიც საკუთარი სტენდით, თავბრუდამხვევი არომატებითა და საჩუქრებით იყო წარმოდგენილი. ლუტეციამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენს, უკვე ტრადიციად ქცეულ გათამაშებაში და გუშინდელი საღამოს 2 იღბლიანი მომხმარებელიც გაახარა ექსკლუზიური სასაჩუქრე ყუთებით და The Diary-ს შავ ყუთში მოთავსებული Paco Rabbane-ის ახალი ფემინური სურნელით.

ქეთი ჩიკვილაძე, "ლუტეციას" მარკეტინგი

ჩვენი ძვირფასი სტუმრების შემთხვევითობის პრინციპით გახარება რომ ჩვენი წვეულებები უცვლელი ტრადიციაა ეს უკვე მოგახსენეთ, გასულ ღამეს ლუტეციასთან ერთად სტუმრებს საჩუქრები Kiko Milano-სგან, GPC-სგან, The Diary-სგან (ჩვენი ექსკლუზიური შავი ყუთი) და რაგბის კავშირისგან გადაეცათ.

 

გვსურდა ამ საღამოსთვის ექსკლუზიური საჩუქარი უშუალოდ ჩვენი სახელით გადაგვეცა ერთ-ერთი იღბლიანი სტუმრისთვის. შავ ყუთში Paco Rabbane-ის სუნამო, Nino Sepo-ს ორიგინალური ბეჭედი, უმშვენიერესი აბრეშუმის შარფი 13 ვარ-სგან და ჩვენი ახალი პარტნიორისგან ქონექთისგან ვაუჩეერი განვათავსეთ. ჩვენი საჩუქრის ადრესატი, საღამოს ყველაზე პატარა სტუმარი გახდა, რომელიც სხვა პრიზების გათამაშებაშიც დაგვეხმარა.

ნუკი ჭაბუკიანი და მაკა გოგია

ვფიქრობთ, განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებენ ჩვენი ჰოლანდიელი სტუმრები, რომლებიც, სამშენებლო კომპანია RV&O-ს წარმომადგენლები გახლდნენ. ჰოლანდიური კომპანია ქართულ ბაზარზე ოპერირებას სულ მალე დაიწყებს და დიდი ინვესტიციით, RV&O-ს სტილისთვის დამახასიათებელი მულტიფუნქციური სივრცეებითა თუ სახლებით გაამდიდრებენ ჩვენს ქუჩებს. კომპანიის პარტნიორი Marketing Hub გახლავთ.

ჰოლანდიური კომპანიის RV&O-ს წარმომადგენლები, ედვინ პრესერი და ლელა პრესერი, ნანკა კიკალია და რაგბის ფედერაციის დირექტორი, თორნიკე გოგებაშვილი

The Diary x Marketing Hub-ის ღონისძიების ფარგლებშივე მოეწყო ჟურნალ Rugby World Georgia-ს ვებ-გვერდის პრეზენტაციაც, რომელიც საქართველოსა და მსოფლიო რაგბიში მიმდინარე მოვლენებზე იქნება ორიენტირებული და აქტიურად შეუწყობს ხელს ქართული რაგბის პოპულარიზებაც. პრეზენტაციის ფარგლებში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ მიმართა და აღნიშნა ქართული რაგბის განვითარების ტემპებზე, სამომავლო გეგმებზე, "მარკეტინგ ჰაბის" როგორც პარტნიორის მნიშვნელობაზე და ქომაგების აქტიური ჩართულობის აუცილებლობაზე.

რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი, სოსო ტყემალაძე

ქართული რაგბის დასახმარებლად ყველაზე მნიშვნელოვანი ჩართულობა ინტელექტუალურია

ზევით