#სამეფო ოჯახი

მეგან მარკლი VS პედოფილიაში ეჭვმიტანილი პრინცი ენდრიუ

გაზიარება:

Twitter-ის მომხმარებლები ბრიტანულ მედიას არ ინდობენ. მოგეხსენებათ, რომ მეგან მარკლი სამეფო ოჯახის დატოვების შემდეგ ტაბლოიდების მხრიდან გამუდმებული მორალური ზეწოლის ქვეშ იმყოფება და მისი მისამართით ყოველდღიურად მცდარი, შეურაცხმყოფელი, თუ რასისტული განაცხადები კეთდება. ეს ყველაფერი კი მაშინ ხდება, როდესაც ბაკინჰემის სასახლე პედოფილიაში ეჭვმიტანილი პრინცი ენდრიუს საგულდაგულოდ გადამალვას და მედიის რისხვისგან დაფარვას ცდილობს.

პრინცი ენდრიუ, პედოფილია, სექს სკანდალი, სამეფო ოჯახი

პრინცმა ენდრიუმ სამეფო უფლება-მოვალეობებზე უარი 2019 წელს განაცხადა, მას შემდეგ, რაც მისი მეგობარი - ჯეფრი ეპსტაინი სკანდალში გაება, რომელიც არასრულწლოვანი ქალებით სექს ვაჭრობას ეწეოდა. BBC-ის 2019 წლის ინტერვიუში პრინცმა ენდრიუმ დეტალურად ისაუბრა ჯეფრისთან მეგობრობის შესახებ და ისიც კი აღიარა, რომ ერთ-ერთ გოგონასთან სქესობრივი კავშირი მაშინ ჰქონდა, როდესაც ის ჯერ კიდევ 17 წლის იყო. მოკლედ, პედოფილიაში ეჭვმიტანილი პრინცი, რომლის დაკითხვასაც ფედერალური საგამოძიებო ბიურო დღემდე ცდილობს, თავს გაცილებით კომფორტულად გრძნობს, ვიდრე დედოფლის მიერ განდევნილი მეგან მარკლი.

მეგან მარკლი, megan, scandal

ყველაფერი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც Oprah-მ სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას ინტერვიუს თიზერი გამოუშვა, სადაც საუბარი ბევრ ისეთ თემაზე შედგა, რაც როგორც ჩანს, ბაკინჰემის სასახლისთვის მიუღებელია.

megan and harry with oprah, ოპრასთან ინტერვიუ, მეგანი და ჰარი

საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა - რამდენიმე დღის წინ ბრიტანულმა The times-მა მოხსენება გამოაქვეყნა, რომელიც სასახლის ერთ-ერთი თანამშრომლის ჩივილს მოიცავს, ვითომდა მეგანი კენსინგტონის სასახლეში ცხოვრებისას მას უდიერად ეპყრობოდა და ამცირებდა. ეს ყველაფერი კი ოპრასთან ინტერვიუმდე რამდენიმე დღით ადრე ხდება. განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, აღშფოთებული სოციალური მედია ორსულ მეგანს ესარჩლება. Twitter-ის მომხმარებლები სამეფო ოჯახს პრინცი ენდრიუს არსებობას ახსენებენ, რომელიც პედოფილიაშია ეჭვმიტანილი.

ვინმემ ხომ არ იცით, რატომ ამცირებს პირს მორგანი მეგან მარკლს და არასდროს ახსენებს პრინც ენდრიუს? - წერს Twitter-ის მომხმარებელი

ისტორია მართლაც მეორდება - ეს სიტყვები ოპრა უინფრისა და სამეფო წყვილის ინტერვიუს თიზერში პრინცი ჰარის პირიდან გაისმის. დიდი ალბათობით ინტერვიუს დღის სინათლეზე გამოსვლის შემდეგ, ფარდა ბევრ საიდუმლოს აეხდება, მანამდე კი სამეფო კარის თამაშები გრძელდება.

ზევით