#სპორტი

"მამარდაშვილი შესანიშნავია" - UEFA საქართველოსა და ჩეხეთის შეხვედრის შესახებ

გაზიარება:

ევროპის ჩემპიონატზე ჩატარებული მეორე ისტორიული მატჩის შემდეგ, საერთაშორისო სპორტულ მედიაში საქართველოს ნაკრების დადებითი შეფასებები არ წყდება. თავად UEFA-ს გვერდზე შეხვედრის შემდეგ სტატია გამოქვეყნდა, რომლის მთავარი მოქმედი გმირიც, სრულიად დამსახურებულად, საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე - გიორგი მამარდაშვილია.

გთავაზობთ UEFA-ს სტატიას:

ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩებში დამარცხების შემდეგ, მაშინ, როდესაც წინ F ჯგუფის მოსალოდნელი ურთულესი ფინალია, გუშინ, Volksparkstadion-ზე ჩეხეთისა და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები გამარჯვების საოცარი ჟინით გავიდნენ. სწორედ ამის გამო იყო, რომ დაუვიწყარი თამაშის მომსწრენი გავხდით.

საქატრთველო,ჩეხეთი, ევრო 2024, თამაში, ჰამბურგი, ფეხბურთი, ეროვნული ნაკრები

საქართველომ თამაშის პირველ ნახევარში სტადიონი გაახურა, თუმცა თავდაცვაზე გადართვა მალევე მოუწიათ და საქმეში გიორგი მამარდაშვილი ჩაერთო, რომელმაც პატრიკ შიკის 2 დარტყმა მიყოლებით მოიგერია. ჩეხეთის ზეწოლის მიუხედავად, საქართველომ მეტოქე არც მაშინ დაზოგა, როცა კაპიტნის - გურამ კაშიას მეთაურობით თავდაცვით, 5-4-1 თამაშზე გადაერთო. სხვათა შორის კაშიასთვის ეს თამაში, კარიერაში 115-ე იყო.

საქატრთველო,ჩეხეთი, ევრო 2024, თამაში, ჰამბურგი, ფეხბურთი, ეროვნული ნაკრები, კაშია, კაპიტანი

გულშემატკივრების საოცარმა ენერგიამ ფეხბურთელებს სწრაფი ტემპით ამოქმედებისკენ უბიძგა და შედეგიც მალევე ვიხილეთ. ზურიკო დავითაშვილის გაბედული სოლო გარბენი ჩეხებისთვის განგაშის ზარი აღმოჩნდა. დაძაბული პირველი ტაიმი ორივე მხარის საინტერესო მომენტებით დასრულდა. პირველ 45 წუთში, საქართველოს დაცვის გარღვევა ჩეხეთმა ვერ მოახერხა. ხვიჩა კვარაცხელიას კარგად შესრულებულმა საჯარიმო დარტყმამ გურამ კაშიას საგოლე შანსი მისცა, თუმცა, დარტყმა არაზუსტი აღმოჩნდა, მაგრამ ვიდეო მსაჯის გადახედვის შემდეგ გაირკვა, რომ ბურთის ტრაექტორია ჩეხი ფეხბურთელის ხელმა შეცვალა. მსაჯმა ჩეხებისთვის საბედისწერო პენალტი დანიშნა! გიორგი მიქაუტაძემ თერთმეტმეტრიანი დარტყმით თავისი მეორე ევრო გოლი გაიტანა.

საქატრთველო,ჩეხეთი, ევრო 2024, თამაში, ჰამბურგი, ფეხბურთი, ეროვნული ნაკრები, გოლი, 1-0

მღელვარება ამით არ დასრულებულა, რადგან პატრიკ შიკის ძლიერი დარტყმა გადამწყვეტი მოძრაობით გადაარჩინა გიორგი მამარდაშვილმა, რომელიც გუშინდელი მატჩის ვარსკვლავი გახდა. შესვენების შემდეგ, საქართველომ შეტევა განაგრძო, თუმცა ანგარიში შიკმა გაათანაბრა, რითაც იგი ევროს ისტორიაში ექვსი გოლით, ჩეხეთის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

საქატრთველო,ჩეხეთი, ევრო 2024, თამაში, ჰამბურგი, ფეხბურთი, ეროვნული ნაკრები, ლობჯანიძე

მოედანზე ბოლო წუთებში შემოსულ საბა ლობჯანიძეს საოცარი შანსი ჩაუვარდა ხელში, თუმცა მისი დარტყმა არაზუსტი აღმოჩნდა. საბოლოოდ, მატჩი ფრედ დასრულდა და F ჯგუფის ორივე ნაკრების ანგარიში თითო ქულით გაიზარდა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს გიორგი მამარდაშვილის გმირული თამაში. მან 9 გადამწყვეტი სეივი შეასრულა და მატჩის ანგარიში გადაარჩინა.

ეს იყო პირველი საერთაშორისო მატჩი საქართველოსა და ჩეხეთს შორის და საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე თავისი პირველი ისტორიული ქულაც მოიპოვა.

ჩეხეთიც ნაკრებიც ფორმაშია. ბოლო 16 საერთაშორისო მატჩიდან მხოლოდ ორი წააგეს და ბოლო 14 თამაშიდან 13-ში გოლი გაიტანეს. ჟორჟ მიქაუტაძე კი გახდა მოთამაშე, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე თავისი ქვეყნის სახელით პირველი ორი გოლი გაიტანა.

საქატრთველო,ჩეხეთი, ევრო 2024, თამაში, ჰამბურგი, ფეხბურთი, ეროვნული ნაკრები, ქომაგები, გულშემატკივრები

ეს მატჩი იდეალური დემონსტრაცია გახლდათ იმისა, თუ რისი გაკეთება შეუძლია საქართველოს ნაკრებს. გამოაჩინა უძლიერესი მეკარე, გიორგი მამარდაშვილი, რომლის ღირებულებაც ზაფხულის ბოლომდე აუცილებლად გაიზრდება და არ არის გამორიცხული, რომ ის მსოფლიო დონის ნაკრებში ვიხილოთ.

საქართველო,ჩეხეთი, ევრო 2024, მამარდაშვილი, მამარდა, მეკარე, ფეხბურთი

Vakhtang Bzikadze, Georgia reporter

"ტურნირის დებიუტანტებმა პირველი ევრო ქულა მიქაუტაძის პენალტის წყალობით მოიპოვეს. გამორჩეული იყო მეკარე, მამარდაშვილი, რომელიც თავის გუნდს ბოლომდე იცავდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩეხეთს უამრავი საგოლე შანსი ჰქონდა".

Ondřej Zlámal, Czechia reporter

"ჩეხეთის გუნდს უამრავი შანსი ჰქონდა, მაგრამ მათ სისრულეში მოსაყვანად გაცილებით კარგი თამაში სჭირდებოდათ იმისათვის, რომ შესანიშნავი მამარდაშვილი დაემარცხებინათ".

ზევით