კამალა vs ტრამპი - საპრეზიდენტო დებატების ჩემპიონი ვიცე პრეზიდენტია
2024 წლის საპრეზიდენტო დებატებში კამალა ჰარისმა დონალდ ტრამპი "გაანადგურა". ვიცე პრეზიდენტს კი საჯარო მხარდაჭერა ტეილორ სუიფტმა გამოუცხადა.
უკრაინელმა მომღერალმა ლიეტუველებს მოუწოდა შეკრებილიყვნენ ვილნიუსის ცენტრში და მასთან ერთად ემღერათ სიმღერა "Ой у лузі червона калина". ეს უკრაინული ხალხური სიმღერა რუსეთ-უკრაინის ომის მერე ვირუსულად მოედო მთელს სამყაროს და ამ გმირი ერის ერთგვარ ჰიმნადაც იქცა. პერფორმანსი უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად და უკრაინაში მიმდინარე ბრძოლისთვის ყურადღების მისაქცევად დაიგეგმა.
ელიზავეტა 21 წლის უკრაინელი მომღერალია, რომელმაც სამშობლო 2014 წელს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დატოვა და მას შემდეგ ცხოვრობს და სწავლობს ლიეტუვაში. ახალგაზრდა მომღერლის ოჯახი, დედა და ძმა დღესაც უკრაინაში იმყოფებიან და საკუთარი ქვეყნის თავისუფლებისთვის ღირსეულად იბრძვიან. ელიზავეტას სახლი, ოკუპანტებმა პირველად 2014 წელს დაანგრიეს და არც ამ ჯერზე გადაურჩა სახლი რუსეთის აგრესიულ ქმედებებს.