#ცნობილები

ზაკ ეფრონი იბიცაზე საავადმყოფოში მოხვდა

გაზიარება:

ზაკ ეფრონი იბიცაზე, აუზზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს. წყაროს ცნობით, ჰოლივუდელი მსახიობი, რომელიც ევროპაში ოლიმპიადის დაწყებიდან მოყოლებული იმყოფება, აუზიდან ორი პირის დახმარებით ამოიყვანეს. ეფრონის წარმომადგენლების განცხადებით, მცირე ინციდენტს მსახიობის ჯანმრთელობისთვის საფრთხე არ შეუქმნია და მისი ჰოსპიტალიზაცია მხოლოდ თავის დაზღვევის მიზნით მოხდა.

ზაკ ეფრონი, მსახიობი, 17 again, ფილმი, მსახიობი, ინციდენტი, იბიცა, აუზი

ეფრონის წარმომადგენლები ჯერ-ჯერობით არაფერს ამბობენ იმის შესახებ, თუ რა მოხდა აუზზე, თუმცა გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მსახიობი საავადმყოფოდან შაბათს გამოწერეს და ის თავს “უკეთ” გრძნობს.

ზაკ ეფრონი, მსახიობი, 17 again, ფილმი, მსახიობი, ინციდენტი, იბიცა, აუზი, სიმონ ბაილსი, ოლიმპიადა

“17 again”-ის ვარსკვლავი ევროპას ოლიმპიადის ფარგლებში სტუმრობს. ის პარიზში გახსნის ცერემონიალს დაესწრო და მეგობარს - სიმონ ბაილსს წარმატებები უსურვა. მას შემდეგ, რაც ამერიკის ტანმოვარჯიშეების ნაკრებმა გამარჯვება მოიპოვა, ეფრონმა ინსტაგრამზე სიმონ ბაილსს თბილი პოსტი მიუღღვნა.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by SportsCenter (@sportscenter)

როგორც ჩანს, ოლიმპიური თამაშების შემდეგ ჰოლივუდელი ვარსკვლავი დასასვენებლად იბიცაზე გაეშურა, სადაც უკვე კვირაზე მეტია იმყოფება. ინციდენტს თავად მსახიობი არ გამოხმაურებია. მისი ბოლო პოსტი instagram-ზე კვლავ სიმონ ბაილსს ეხება.

ზაკ ეფრონი, ოპერაცია, რა დაემართა ყბაზე, ინციდეტი, მსახიობის ოპერაცია

ეფრონის ჯანმრთელობის მიმართ ყურადღებას ის ფაქტიც ამძაფრებს, რომ რამდენიმე წლის წინ მან საკმაოდ სერიოზული ოპერაცია გადაიტანა, რომელმაც მსახიობის სახე საგრძნობლად შეცვალა. მისი გარეგნობის შესახებ უამრავი სპეკულაციის შემდეგ, მსახიობმა ერთ-ერთ ინტერვიუში თავად განმარტა, რომ სახის მძიმე დაზიანების შემდეგ, საკმაოდ რთული ოპერაციის გადატანა მოუწია, რომელმაც მისი ყბის ძვლის სრული ტრანსფორმაცია მოახდინა.

ზევით