10 რჩეული ბიუთი ლუქი „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების ცერემონიიდან

10 რჩეული ბიუთი ლუქი

„ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების ცერემონია გუშინ ღამით, ლოს-ანჯელესში გაიმართა. მონატრბული წითელი ხალიჩის, დასამახსოვრებელი ლუქებისა და ისტორიის გადაწერის ფაქტის შემდეგ, გვინდა ჩვენი ყურადღება 10 რჩეულ ბიუთი ლუქს დავუთმოთ გასული საღამოდან, რომლებიც 2021 წლის მთავარი ტენდენციების შესახებ გვიამბობენ და იმავდროულად შთაგონების საუკეთესო წყაროსაც წარმოადგენენ.

1. ელ ფენინგი

elle faning golden globes

ცნობილმა მეიქაფ არტისტმა ერინ აიანიან-მონრომ, ელ ფენინგი გუშინდელი საღამოს ნამდვილ დედოფლად აქცია. გრეის კელის გლამურითა და ჰოლივუდური ბზინვარებით, ელს აწეული ქერა თმქა, შავი ლაინერი, ხშირი წამწამები და მკრთალი ვარდისფერი ტუჩშსაცხი ამშვენებდა.

2. მარგო რობი

Margot Robbie Golden Globes

ულამაზესმა მსახიობმა, მხრებამდე სიგრძის თმას ბუნებრივი ტალღები შემატა, Chanel-ის შავ კაბაში გამოწყობილმა მარგომ, მარტივი მაკიაჟი მოირგო და მთავარი აქცენტი მუქ ვარდისფერ ტუჩსაცხე გააკეთა.

3. ჯულია გარნერი

Julia Garner

Ozark-ის მსახიობმა „ოქროს გლობუსზე“ გამოჩენა შეკრული ხვეული თმით და მკვეთრი წითელი ტუჩსაცხით გადაწყვიტა. ჯულიას ბიუთი ლუქის შესაქმნელად ჰანგ ვანგომ Chanel-ის მთელი არსენალი გამოიყენა.

4. ამანდა სეიფრიდი

გუშინდელ წითელ ხალიჩას, ატმისფერი გლამური, ამანდა სეიფრიდმა შემატა. მსახიობის შთაგონების წყარო 1940-იანი წლების ჰოლივუდი აღმოჩნდა და ყველასათვის საყვარელი ტალღებისა და მსუბუქი მაკიაჟის ფონზე ამანდამ აქცენტი მის კაბაზე გააკეთა.

5. ანდრა დეი

საუკეთესოდ ჩაცმულ ცნობილებს შორის მოხვედრის გარდა, ანდრა დეის მაკიაჟიც იმსახურებს აღიარებას. მსახიობის აწეული თმა, მბზინავი ყვრიმალები და ომბრეს ტუჩსაცხი ნამდვილი შთაგონების წყაროა.

6. სინტია ერივო

სტანდარტული ბიუთი ლუქების მიღმა, სინტია ერივომ რაღაც განსხვავებული, ფერადი და მომხიბვლელი შემოგვთავაზა. მსახიობმა და მისმა მეიქაფ არტისტმა ტერელ მულინმა ულამაზესი იასამნისფერი cat eye შექმნეს თვალებზე, ტუჩებს კი მოვარდისფრო ელფერი შემატეს.

7. ლილი კოლინსი

ყველა ერთხმად აღიარებს, რომ Emily In Paris-ის მთავარ პერსონაჟს, რომ ლილის სტილი და გემოვნება ჰქონოდა, სერიალი აუცილებლად მიაღწევდა დასახულ მიზანს. მსახიობი, „ოქროს გლობუსზე“ 70-იანი წლებისთვის დამახასიათებელი ხვეული თმით გამოჩნდა. ლილის ცალმხრიანმა კაბამ კი გრეგორი რასელს საშუალება მისცა აქცენტი როგორც თვალებზე, ასევე ტუჩებზე გაეკეთებინა.

8. როზამუნდ პაიკი

როზამუნდმა გუშინ კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა ბობ ვარცხნილობაზე, მსახიობის საოცრად სიმეტრიულმა თმამ და მუქმა ატმისფერმა ტუჩსაცხმა არა ერთი დადებითი გამოხმაურება დაიმსახურა.

9. გალ გადოტი

Gal Gadot Golden Globes

რეალურ ცოვრებაშიც ქალ საოცრებას, ზედმეტი ძალისხმევა არასდროს სჭირდება ჩვენს მოსანუსხად. როზამუნდისგან განსხვავებით, გალ გადოტი ხვეული ბობ ვარცხნილობით გამოჩნდა და თავის იდეალურ ღიმილს მხოლოდ წითელი ტუჩსაცხი შემატა.

10. ანია ტეილორ-ჯოი

გუშინდელი საღამო, ანია ტეილორ-ჯოისთვის ტრიუმფის ღამედ იქცა, გარდა იმისა, რომ მსახიობმა საუკეთესო როლის შესრულებისთვის პირველი ოქროს გლობუსი დაიმსახურა,  მისმა ჩაცმულობამ და ბიუთი ლუქმა ცალკე აღფრთოვანებაც დაიმსახურა.

ზევით