ლიზა ყენიას გრემის ნომინანტებს შორის მოხვედრის შანსი აქვს
რიგით 67-ე Grammy-ს დაჯილდოებისთვის რბოლა ოფიციალურად დაიწყო. ქართველ არტისტებს, ლიზა ყენიასა და აზიკო ფილიას, ტრეკით Sacrifice, შანსი ეძლევათ, გრემის ნომინანტების სიაში მოხვდნენ.
საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, საუდის არაბეთში მიმდინარე 17 წლამდე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე, ზუგდიდელმა ნათია გადელიამ სამი მედალი მოიპოვა (81 კგ.) ატაცში 85/88/91 კგ. დაძლია და ვერცხლის მედალი მოპოვა.
ქართველმა ახალგაზრდამ აკვრაში 108/113/117კილოგრამი დააფიქსირა და ოქროს მედალი არავის დაუთმო, მან ჩემპიონობა ასევე ორჭიდის ჯამში იზეიმა – მისი შედეგი 208 კგ-ია. ნათიამ საქართველოს რეკორდის გაუმჯობესება ატაცსა და ორჭიდში 4-4 კილოგრამით შეძლო. როგორც ჩანს ძალოსნობაც ჩვენი სპორტია.