2021 წლის ტრენდული ვარცხნილობები მოდის კვირეულის ჩვენებებიდან

ნიუ-იორკის, ლონდონის, მილანისა თუ პარიზის ჩვენებების ციებ-ცხელების პარალელურად დასავლური მედია ქუჩის სტილის ფოტოებსა და ბიუთი ტრენდებს გვიზიარებს. 2021 წლის ტენდენციურ ვარცხნილობებს შორის კვლავ განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ბობ ვარცხნილობა და ნაწნავები, თუმცა მათთან ერთად ვეცნობით სწორხაზოვან წინამოსა თუ თმის ბოლოებს. 

გაეცანით 2021 წლის ტრენდულ ვარცხნილობებს მოდის კვირეულების ჩვენებებიდან:

სწორი ხაზები

ამ ვარცხნილობისთვის დამახასიათებელი ნიშნები სწორხაზოვანი წინამო და ერთ სიგრძეზე შეჭრილი თმაა და როგორც პარიზის მოდის კვირეულის ჩვენებებიდან ირკვევა, ის 2021 წლის ტრენდთა შორის საპატიო ადგილსაც იკავებს. Chanel-ის ჩვენებაზე დემიენ ბუასინოს მიერ შექმნილი ვარცხნილობა მთელი ჩვენების ჰიტად იქცა.

ბუნებრივი ტალღები

როგორც აღმოჩნდა, 2021 წლის ტრენდებში გრძელსა თუ მოკლე თმაზე ტალღები კვლავ აქტუალურია. ბუნებრივი ხვეულებით წარსდგნენ Paco Rabbane-სა და Zimmermann-ის მოდელები შემოდგომა/ზამთრის ვირტუალურ ჩვენებაზე მოდელები.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by ZIMMERMANN (@zimmermann)

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Hermès (@hermes)

ნაწნავები

კიდევ ერთი მოდური ამოჩემება, რომელიც ამ წელსაც აქტუალური იქნება ნაწნავებია, მათი ვარიაციები კი საკმაოდ იმედისმომცემად გამოიყურება: ჩვენ შეგვიძლია მოვირგოთ როგორც ბრეიდები, ასევე წვრილი თუ მსხვილი ნაწნავები. არ დაგავიწყდეთ მათი მორთვა არა ერთი აქსესუარით.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by YANN TURCHI (@yann_turchi)

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Cyn(dia) (@cyndiaharvey)

ბობ ვარცხნილობა

მუდმივად აქტუალური ბობ ვარცხნილობა პოზიციებს არც ამ წელს თმობს, ყველაზე ლამაზ ბობ ვარცხნილობად Loewe-ს ჩვენებებში ფრეჯა ბეჰა ერიქსენის არატრადიციული ბობი გახდა, რომლის შექმნაზეც გვიდო პალაუმ იზრუნა.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by LOEWE (@loewe)

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by LOEWE (@loewe)

ზევით