25-26 დეკემბერს ფაბრიკაში საშობაო ბაზრობა გაიმართება

გაზიარება:

ზამთრის პირველი დღის შემობრძანებასთან ერთად საახალწლო სამზადისი ოფიციალურად გახსნილად გამოგვიცხადებია! წლის ყველაზე ჯადოსნური პერიოდი გვიახლოვდება და ბედნიერების, საჩუქრებისა და უანგარო სიყვარულის დროც დადგა. 

სიხარულით გვინდა გაცნობოთ, რომ ფაბრიკაში საშობაო ბაზრობა ბრუნდება! 25-26 დეკემბერს ნაცნობი თუ ახალი ბრენდები და სტარტაპები 2 დღით ფაბრიკას რეზიდენტები გახდებიან და სტუმრებს თავიანთ საქმიანობასა და პროდუქტს გააცნობენ. ბაზრობაზე ხელნაკეთი ნივთები, საახალწლო დეკორაციები, საჩუქრები და სასუსნავები დაგხვდებათ.

2021 წლის საშობაო სოფელში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას, არა მხოლოდ მას ვინც საახალწლო საჩუქრებისთვის შეივლის ფაბრიკაში, არამედ მათაც, ვისაც თავად სურს საკუთარი ნამუშევრების გაყიდვა. წლევანდელი საშობაო ბაზრობის მიზანი ამჯერადაც ქართველი მეწარმეების ხელშეწყობა და მათი პროდუქციის პოპულარიზაცია იქნება.  სააპლიკაციო ფორმის შევსება, სადღესასწაულო ციებ-ცხელებაში ჩართვის მსურველებს 7 დეკემბრამდე მოცემულ ბმულზე შეუძლიათ, გაითვალისწინეთ, ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.

ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ 25-26 დეკემბერს და ვიმედოვნოთ, რომ ფაბრიკას საშობაო ბაზრობა ამჯერადაც მოახერხებს იყოს მრავალფეროვანი და ერთმანეთისგან განსხვავებული მეწარმეების ერთობა, რომლებიც განსაკუთრებულ წინასაახალწლო დღეებს გვაჩუქებენ.

ზევით