30-წლიანი წარმატებული კარიერა და მეგობრების თვალით დანახული ჯეილო

პოპ კულტურაში 30 დატვირთული, წარმატებული წლის შემდეგ, შესაძლოა იფიქროთ, რომ ჯენიფერ ლოპესი შეისვენებს, თუმცა არა, ჯეილო წამითაც არ აპირებს გაჩერებას და მეტიც აცხადებს, რომ ამჟამად ცხოვრების ყველაზე კარგ ეტაპზე იმყოფება.

გამოცემა InStyle Magazine-ის მაისის თვის ნომრის გარეკანზე ერთადერთი და განუმეორებელი ჯენიფერ ლოპესი გამოჩნდა, თუმცა მის ნაცვლად სტატიაში, მისი მეგობრები და კოლეგები საუბრობენ, აგვიღწერენ, როგორი გრძნობაა იმუშაოს ჯეილოს გვერდზე, დააფასო მისი შრომა და უბრალოდ იყო აღფრთოვანებული მისით.

მარკ ენტონი: ჯენიფერს აქვს უნარი, დაინახოს და მიხვდეს მოვლენების განვითარებას მანამ, სანამ ის მოხდება. სანამ ის იდეას წარმოთქვამს, საკუთარ გონებაში ათასჯერ წარმოიდგენს ყველაფერს და თუ კი ვინმე ეტყვის, რომ ეს სულაც არ არის დიდებული იდეა, მაშინ მისი პასუხი აუცილებლად იქნება: შენ უბრალოდ ვერ წარმოიდგენ მას სწორად. 10-დან 9 შემთხვევაში ის მართალია.

ბენ აფლეკი: სანამ ჯენიფერს გავიცნობდი, ვფიქრობდი, რომ კარგი სამუშაო ეთიკა მქონდა, თუმცა როდესაც აღმოვაჩინე როგორ მუშაობდა ის ყოველდღიურად, რამდენად სერიოზულად უდგებოდა საქმეს და რამდენს აკეთებდა მიზნების მისაღწევად, მივხვდი, რომ ვცდებოდი.

ჯენიფერი არის ყველაზე შრომისმოყვარე ადამიანი, ვისაც ოდესმე შევხვედრივად ამ ბიზნესში - ბენ აფლეკი

შარლიზ თერონი: ჯენიფერი უბრალოდ ენერგიის საცავია. ვერც კი ვიაზრებ, როგორ აკეთებს იმ ყველაფერს, რასაც აკეთებს, ის ყოველთვის 120 პროცენტს დებს თავის საქმეში და ეს ყველაფერი უკვე 30 წელია გრძელდება.

მეთიუ მაკონაჰი: არსებობს კი რაიმე, რისი გაკეთებაც ჯეილოს არ შეუძლია? უკიდურესად ფრთხილი, წინდახედული და მოწესრიგებული, მან იცის, როგორ მოაწყოს ინციდენტი ისე, რომ ის ინციდენტივით გამოიყურებოდეს.

დონატელა ვერსაჩე: ქალების საერთაშორისო დღეს Instagram-ს ვსქროლავდი და ჯეილოს ფოტო შემხვდა, რომელსაც ეწერა "მე უსაზღვრო ვარ" და ამან დამაფიქრა, გამახსენდა, მასთან ერთად პირველი გამგზავრება პარიზში, მისი გასაოცარი კარიერა, მისი დაუვიწყარი მომენტი Versace-ში და მრავალი სხვა... "უსაზღვრო" სწორედ ეს სიტყვები შეესაბამება მას ყველაზე მეტად.

ტომ ფორდი: უდავოა, რომ ჯენიფერ ლოპესი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და ნიჭიერი ქალია მსოფლიოში, თუმცა ყველაზე საოცარი მასში, მისივე ემპათიურობაა. ის ყოველმხრივ გასაოცარია და მე, მისით უბრალოდ აღტაცებული ვარ.

ზევით