#ცნობილები #კინო

7 ფილმი Netflix-ზე ძლიერი ქალების მონაწილეობით

გაზიარება:

ფილმები ძლიერი, თავდაჯერებული ქალების მონაწილეობით დიდსა თუ პატარა ეკრანებზე ყოველთვის დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ. კომპლესური, ჩახლართული თუ დამაინტრიგებელი ქალი პერსონაჟების მიღმა, ხშირად ის შთაგონების ნაპერწკალი იმალება, რომლებიც ცხოვრების სტიმულს გვაძლევენ ან მეტიც, ყველაფრის თავდაყირა დაყენებისკენ გვიბიძგებენ.

წარმოგიდგენთ 7 ფილმს, ძლიერი ქალების მონაწილეობით, რომლებსაც შეგიძლიათ Netflix-ზე ერთი ამოსუნთქვით უყუროთ.

1. Malcolm & Marie

მსოფლიო პანდემიის პერიოდში, კარანტინში გადაღებულმა შავ-თეთრმა ფილმმა, საზოგადოების მოწონება უკვე დაიმსახურა. მალკოლმისა და მარის დაძაბული ურთიერთობის, სიყვარულის, ზოგჯერ სიძულვილისა და ურთიერთდაპირისპირების შესახებ ჰოლივუდის ამომავალი ვარსკვლავი ზენდაია გვიყვება.

2. Sex and the City: The Movie

რამდენი ახალი ეკრანიზაციაც არ უნდა ვიხილოთ Netflix-ზე,  Sex and the City ყოველთვის დარჩება ქალურობის იმ უშრეტ წყაროდ, რომელიც დროდადრო ყველას ასე ძალიან გვჭირდება. როგორღაც ქერი, სამანტა, მირანდა და შარლოტა მუდამ წარმატებით ახერხებენ ჩვენი ხასიათის გამოსწორებას და ძლიერი მუხტის მოცემას.

3. Enola Holmes

Netflix-ის კიდევ ერთი მშვენიერი ქმნილების ეპიცენტრში შერლოკ ჰოლმსის უმცროსი და - ენოლა ჰოლმსი იმყოფება. ჭკვიანი, გამჭრიახი და საოცრად გაბედული ახალგაზრდა გოგოს თავგადასავალი ხიფათითაა სავსე. Enola Holmes ნენსი სპრინგერის წიგნის კინოადაპტაციას წარმოადგენს.

4. 3 Generations

ოჯახური დრამა 3 თაობის წარმომადგენლებს გვაცნობს. ელ ფენინგი თინეიჯერი გოგოს როლში გვევლინება, რომელსაც სქესის შეცვლა სურს, ამაში კი დედა, ნაომი უოთსი და ბებია სიუზან სარანდონი ეხმარებიან. ფილმი არა ერთი გამოწვევითა და ცხოვრებისეული სირთულით არის აღსავსე, რომლებსაც ძლიერმა ქალებმა თავი უნდა გაართვან.

5. The Guernsey Literary and Potato Peel Pie Society

კომედიური სვეტებით ცნობილი ახალგაზრდა მწერალი ჯულიეტი, ცდილობს წიგნისთვის საინტერესო სიუჟეტი მოიფიქროს, თუმცა ყველაფერი ან უკვე კარგად ცნობილი, ანაც მოსაწყენი ეჩვენება. სწორედ მაშინ იწყებს ჯულიეტი ომის კოშმარებზე წერას.

6. Dumplin

თინეიჯერი გოგოსა და სილამაზის ყოფილი დედოფალი დედის მხიარული ისტორია, დედა-შვილის ურთიერთობის სირთულეების შესახებ გვიყვება და ორი ერთმანეთისგან განსხვავებული, თუმცა ძლიერი ქალის სახეს გვანახებს.

7. Otherhood

უილიამ სატკლიფის ნოველის, Whatever Makes You Happy-ის კინოადაპტაცია, სამი გარეუბნელი დედის ისტორიას მოგვითხრობს, რომლებიც ნიუ-იორკში შვილების მოსანახულებლად ჩადიან. კომედიური ჟანრის ფილმი, დიდი დოზით იუმორითა და მცირეოდენი სენტიმენტებით გვაჩვენებს ძლიერი ქალების როლს ჩვენს ცხოვრებაში.

ზევით