#ცნობილები #კინო #საზოგადოება

83 წლის მსახიობის, აქტივისტისა და ფემინისტის ჰოლივუდური დიდება

გაზიარება:

1948 წელს, როდესაც ჯეინ ფონდა 10 წლის იყო, მამისთვის, ჰენდრი ფონდასთვის წერილი დაწერა, რომელიც იმ დროისთვის ნიუ-იორკში დროებით საცხოვრებლად იყო გადასული და ბროდვეის დადგმებში მონაწილეობდა. პატარა გოგონას წერილს პეპლების ნახატები ახლდა თან, მამისთვის საგულდაგულოდ დაწერილი გზავნილი კი შემდეგი სიტყვებით იწყებოდა: „საყვარელო მამა, ამ პეპლის ნახატები თავად არ შემიქმნია“.

პატარა ასაკიდანვე ჯეინი მდიდარი წარმოსახვით გამოირჩეოდა, მას ყოველთვის ჰქონდა საკუთარი შეხედულება მიმდინარე მოვლენების მიმართ და საკუთარ გამოგონებებსაც ყოველთვის იცავდა, იმ დღეს კი 10 წლის ჯეინს უნდოდა მამისთვის გულწრფელად ეთქვა, რომ ის პეპლები თავად არ დაუხატავს. ამ პატარა ისტორიას, იმაზე მეტის თქმა შეუძლია გენიალურ ჯეინ ფონდაზე, ვიდრე ათას სიტყვას.

ფილმებისა თუ სერიალების შექმნაში ყველაზე მეტად გუნდურობა მიზიდავს, სათავეში ყოფნა არ შემიძლია, მე უბრალოდ ვიყინები

ჯეინ ფონდა 8 წიგნის ავტორი გახლავთ, როგორც მსახიობმა, მან მონაწილეობა მიიღო ისეთ საკულტო ფილმებში, როგორებიცაა They Shoot Horses, Don’t They?, Klute, Coming Home, The China Syndrome და 9 to 5 - თითოეული მათგანი მყარადაა დაკავშირებული ფონდას ფიგურასთან,  როგორც აქტივისტთან, ფემინისტთან და ვიეტნამის ომის მგზნებარე ოპოზიციონერთან. ჯეინი სამჯერ გახლდათ დაქორწინებული და სამივეჯერ განქორწინდა, ფონდას სახელს ოსკარის ორი და Cecil B. deMille-ის ერთი ჯილდო ეკუთვნის.

იმის ცოდნა ვინ ხარ, რისთვის მოევლინე ამ სამყაროს და რა მიზანი გაგაჩნია - სწორედ ამ ყველაფრის ცოდნაში იმალება ძალა

ჯეინ ფონდა დღესაც ისეთივე გულღია, გულწრფელი და ხმამაღალია, როგორც 10 წლის ასაკში იყო, 83 წლის აქტივისტი კლიმატის კრიზისის აღმოსაფხვრელად იბრძვის და მაშინ, როდესაც მსოფლიოში კორონავირუსის პანდემია მძვინვარებს, ჯეინის სოციალურ პლატფორმას თვალს 9 მილიონზე მეტი ადამიანი ადევნებს.

ჯეინის უკანასკნელი წიგნი What Can I Do? არა მხოლოდ დეტალურად ასახავს კლიმატის კრიზისს, არამედ მის აღმოსაფხვრელად მომდევნო 10 წელზე, ზუსტად გაწერილი გეგმა და მითითებები აქვს.

ზევით