აჩიკო სოლოღაშვილი და ნუცა ქავთარაძე პატარა სანის მშობლები გახდნენ

მსახიობი და ტელწამყვანი აჩიკო სოლოღაშვილი და ჟურნალისტი ნუცა ქავთარაძე მშობლები გახდნენ, წყვილს 8-წლიანი ქორწინების შემდეგ პირველი ვაჟი შეეძინა. ახალბედა მშობლებმა ბიჭისთვის სახელი დიდი ხნით ადრე შეარჩიეს და გადაწყვეტილება არც ბოლო წუთებში შეუცვლიათ, აჩიკომ და ნუცამ ვაჟს ალექსანდრე დაარქვეს.

აჩიკომ და ნუცამ სოციალურ ქსელში არა ერთი თბილი მილოცვა მიიღეს, რომელსაც The Diary-ს გუნდიც დიდი სიხარულით და საუკეთესო სურვილებით უერთდება. ახალბედა დედამ Facebook-ზე ყველა მიმლოცველს მადლობა გადაუხადა და ისიც აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ ვერ იჯერებს სანის დაბადებას.

უდიდესი მადლობა ყველას ჩვენი ბედნიერების გაზიარებისთვის, ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ იმას, რაც ხდება

ორსულობის პერიოდში, ნუცა და აჩიკო, სოციალური ქსელის მეშვეობით ხშირად გვიზიარებდნენ ერთობლივ ფოტოებს და მომავალ ვაჟსაც დიდი სიხარულით ელოდნენ.

ზევით