ალეკ ბოლდუინს პროკურორებმა დაუდევრობით სიცოცხლის მოსპობის ბრალი მოუხსნეს

2023 წლის თებერვალში, მსახიობ ალეკ ბოლდუინს პროკურატურამ დაუდევრობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით ბრალი წარუდგინა, თუმცა 3 თვის შემდეგ, მსახიობის ადვოკატის ლუკ ნიკასის ცნობით, პროკურორებმა ალეკ ბოლდუინის წინააღმდეგ მიმართული ყველა ბრალდება მოხსნეს.

ალეკ ბოლდუინს ბრალი, 2021 წლის 22 ოქტომბერს, ფილმ Rust-ის გადასაღებ მოედანზე მომხდარი უბედური შემთხვევისთვის ედებოდა. მსახიობის მიერ გასროლილ იარაღს, რომელიც ფუჭი ტყვიებით უნდა ყოფილიყო დატენილი, ოპერატორის ჰალინა ჰატჩინსის სიცოცხლე ემსხვერპლა, სროლის შედეგად დაშავდა რეჟისორი ჯოელ სოუსა.

ალეკ ბოლდუინს ბრალდებები მას შემდეგ მოეხსნა, რაც პროკურორებმა ახალი მტკიცებულებები განიხილეს, რომლის თანახმადაც იარაღი, რომლითაც მსახიობი ვარჯიშობდა, გადასაღებ მოედანზე მიტანამდე შეიცვალა, რაც სრულიად უარყოფდა პროკურორების პირვანდელ ბრალდებას.

„გამოვლინდა ახალი ფაქტები, რომლებიც ითხოვენ შემდგომ გამოძიებას და სასამართლო ანალიზს ალეკ ბოლდუინის წინააღმდეგ“, - განაცხადა ერთ-ერთმა ახალმა სპეციალურმა პროკურორმა კარი მორისმა. „აქედან გამომდინარე, ჩვენ არ შეგვიძლია ვიმოქმედოთ სამართალდამცავების მიერ მოწოდებულ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე შეზღუდულ დროში. ეს გადაწყვეტილება არ ათავისუფლებს ბ-ნ ბოლდუინს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან და შესაძლოა ბრალდებები ხელახლა წარედგინოს“ - დასძინა მორისმა.

ალეკ ბოლდუინის წინააღმდეგ რამდენიმე საქმეა აღძრული, მას გარდაცვლილი ოპერატორის ჰალინა ჰატჩინსის დედა და უჩივიან.

2023 წლის აპრილში, რეჟისორის თანაშემწე და ამავდროულად იარაღზე პასუხისმგებელი პირი - დევიდ ჰოლსი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, მას სასამართლომ 6-თვიანი პირობითი პატიმრობა შეუფარდა და $500 ჯარიმის გადახდა დააკისრა.

ზევით