American Idol-ის ახალი ტური და ნუცა ბუზალაძე ამერიკული ოცნების კვალდაკვალ

გასულ ღამეს, პრესტიჟული მუსიკალური კონკურსის American Idol-ის ახალი ტური გაიმართა. ჰავაის ტურის მოწვეულ მენტორთა შორის იყვნენ ალენ სტოუნი და ნოა საირუსი, მაილი საირუსის უმცროსი და. მეგაშოუს ერთადერთი უცხოელი მონაწილე - ქართველი ნუცა ბუზალაძე სცენაზე ამჯერადაც ბრწყინავდა. ნუცამ, ცნობილი ჰიტი Paris (Ooh La La) შეასრულა, რომელშიც საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი ჩადო და ბოლომდე დაიხარჯა.

ამ წუთებში, American Idol-ის ოფიციალურ Facebook გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოთა შორის ნუცა ბუზალაძის გამოსვლას, ყველაზე მეტი მოწონება, გაზიარება და კომენტარი აქვს. გარდა იმისა, რომ მომღერალს ქართველი გულშემატკივრების არმია უმაგრებს ზურგს, ნუცამ, უამრავი უცხოელის გულის მოგებაც მოახერხა და ისინი თავიანთ აღფრთოვანებას კომენტარებში საჯაროდ გამოხატავენ:

„ის (ნუცა) ნამდვილად გამოირჩევა, ის ვარსკვლავია… შეგიძლიათ თქვათ, რომ მას გამარჯვება ძალიან სურს, ის შესაძლებლობების 200%-ს გვთავაზობს, ნუცა აქ გასამარჯვებლად მოვიდა“ - ვკითხულობთ კომენტარებში

„პრეზენტაბელურობა, სუნთქვის კონტროლი, ვოკალი, მოძრაობები, სილამაზე... ის ყველაფერია“ - წერს კიდევ ერთი უცხოელი გულშემატკივარი.

​​​​​​​„ოოჰ ლა ლა... ჯერ კი­დევ ვერ ვი­ჯე­რებ რა მოხ­და, გა­ო­ცე­ბუ­ლი ვარ ამ მოგ­ზა­უ­რო­ბით და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით!! მად­ლო­ბა ყვე­ლას მხარ­და­ჭე­რის­თვის, სიყ­ვა­რუ­ლის­თვის და ხმე­ბის­თვის, რო­მელ­საც ჩემ­თვის აგ­ზავ­ნით!“ - დაწერა ნუცამ გამოსვლის შემდეგ.

ნუცას მორიგი პერფორმანსით აღფრთოვანებული დარჩა ვარსკვლავური ჟიურიც, ლაიონელ რიჩი, კეტი პერი და ლუკ ბრაიანი ქართველი მომღერლის პროექტში გამოჩენის წუთებიდან არ მალავდნენ მის მიმართ სიმპათიებს, თუმცა გუშინდელი ტურიდან მოყოლებული, კონკურსის მონაწილეთა შემდეგ ეტაპზე გადასვლა მათზე აღარ არის დამოკიდებული. მონაწილეთა ბედს ამიერიდან მაყურებელი წყვეტს. ერთ ადამიანს, ჯამში 30 ხმის მიცემა შეუძლია მისი რჩეული მომღერლის სასარგებლოდ, რაც დაგვეთანხმებით საკმაოდ ბევრია. 

ხმის მიცემა შესაძლებელია კონკურსის ახალი ტურის დაწყებიდან 10 საათის განმავლობაში, შემდეგი გზებით:

მაქ­სი­მუმ 10 ხმა - ონ­ლა­ინ მი­სა­მარ­თზე (ერთჯე­რა­დი რე­გის­ტრა­ცი­ის გზით): AmericanIdol.com/vote;

მაქ­სი­მუმ 10 ხმა - სპე­ცი­ა­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცი­ით: American Idol app მაქ­სი­მუმ;

10 ხმა ტექ­სტუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბით: ნომერზე 21523-ზე უნდა გაგზავნოთ რიცხვი 26.

ზევით