#ცნობილები #სილამაზე

ანა დე არმასი Estée Lauder-ის ახალი სახეა - მსახიობი რჩეული პროდუქტების შესახებ

გაზიარება:

ანა დე არმასი ნაყოფიერი წლისგან მაქსიმალურ სიამოვნებას იღებს. გარდა იმისა, რომ ახალგაზრდა მსახიობი ჰოლივუდს იპყრობს და ჯეიმს ბონდის ახალს ფილმში No Time to Die-სა და Netflix-ის ახალ პროექტში მონაწილეობს, ანა, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლით სილამაზის ინდუსტრიაშიც გამოჩნდა და საკულტო ბრენდ Estée Lauder-ის ახალ სახედ მოგვევლინა.

ძალიან გახარებული და ამაყი ვარ. ჩემთვის ამ ბრენდთან თანამშრომლობა დიდი პატივია და ყველაფერი ძალიან მომწონს, რაც ერთად შევქმენით.

ესტე ლაუდერის მემკვიდრეობაზე...

ეს ყველაფერი საოცრად შთამაგონებელია. ის უბრალოდ დროს უსწრებდა და საქმეს განსაკუთრებული ენთუზიაზმით აკეთებდა. ამ ქალმა საკუთარი ოცნებები მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ბრენდად აქცია სილამაზის ინდუსტრია ერთხელ და სამუდამოდ შეცვალა.

 

 Double Wear Stay-In-Place Makeup SPF 10

ყიდვა

ესტე ლაუდერის ისტორია ჩემზე განსაკუთრებულად მოქმედებს, მახსოვს მის მიერ ნათქვამი ფრაზა „წარმატებაზე არასდროს მიოცნებია, მისთვის თავდაუზოგავად ვმუშაობდი“. ვფიქრობ, რომ ამ საოცრად ნიჭიერი, ძლიერი და ინოვატორი ქალის ისტორია ყველასთვის შთამაგონებელია.

Estée Lauder-ის რჩეული პროდუქტები...

მახსოვს, რამდენიმე წლის წინ ესპანეთიდან კუბაში ვბრუნდებოდი, აეროპორტში გავაცნობიერე, თან არაფერი მქონდა, სახეზე რომ წამესვა, 9-საათიანმა ფრენამ კი კანი საშინლად გამომიშრო. აეროპორტის მაღაზიებში სახის საცხს ვეძებდი და მახსოვს, DayWear-ის დამატენიანებელი შევიძინე ლურჯ შეფუთვაში, მაშინ პირველად გამოვიყენე ეს პროდუქტი და მას შემდეგ ის ჩემი საყვარელი საცხი გახდა. ჩემს საყვარელ პროდუქტებს შორისაა: Double Wear Stay-in-Place Foundation, კორექტორი და ტუჩსაცხი Estée Lauder-სგან.

 

Pure Color Envy Matte Sculpting Lipstick

ყიდვა 

 

Double Wear Instant Fix Concealer 24H Concealer + Hydra Prep

ყიდვა 

ზევით