#კინო

And Just Like That - სარა ჯესიკა პარკერი და კრის ნოტი კვლავ ერთად

გაზიარება:

ქერი და მისტერ ბიგი ისევ ერთად - სარა ჯესიკა პარკერი და კრის ნოტი ფოტოგრაფებმა And Just Like That-ის გადასაღებ მოედანზე, Sex and the City-ს რებუთის გადაღებისას დააფიქსირეს.

56 წლის პარკერი და 66 წლის ნოტი, საკულტო პერსონაჟების HBO Max-ზე დასაბრუნებლად მზად არიან. პირველ კადრში, სადაც მისტერ და მისის პრესტონები ისევ ერთად დააფიქსირეს, სარა ჯესიკა პარკერი Carolina Herrera-ს polka-dot კაბით და უზარმაზარი აქსესუარებით გამოჩნდა, კრის ნოტს კი მუქი ლურჯი კოსტუმი ამშვენებდა.

ქერი ბრედშოუსა და მისტერ ბიგის სიყვარულის ისტორია, Sex and the City-ს გულშემატკივრებისთვის საკულტო მოვლენას წარმოადგენს, არა ერთი გაუგებრობის, დაშორების, ცრემლების, ღალატისა თუ სხვა ქვეყანაში გადასვლის შემდეგ, მთავარმა გმირებმა ერთმანეთთან დაბრუნება მაინც მოახერხეს და ისტორიის დასასრულს კუთვნილი ბედნიერი დასასრულიც მიიღეს.

ჯერჯერობით უცნობია, რა ისტორია ექნებათ მისტერ და მისის პრესტონებს რებუთში, თუმცა მისტერ ბიგის მეორე ცოლის - ნატაშასა და ქერის კიდევ ერთი დიდი სიყვარულის - ეიდენის შოუში დაბრუნება, უკვე დამაინტრიგებლად ჟღერს.

ზევით