And Just Like That - სერიალს ახალი სამანტა ჯონსი ჰყავს

ნიუ-იორკში And Just Like That-ის გადაღებები გრძელდება და ამის დამსახურებით 10 სერიისგან შემდგარი შოუს შესახებ სულ უფრო მეტი დეტალი ხდება ცნობილი. სარა ჯესიკა პარკერის ახალი Instagram პოსტის წყალობით შევიტყვეთ, რომ სამანტას შემცვლელი მაინც მოუძებნეს. ქერი ბრედშოუს როლის შემსრულებელმა სინტია ნიქსონთან, კრისტინ დევისთან და არი პარკერთან ერთად გადაღებული ფოტოსურათი გამოაქვეყნა. სწორედ, ეს უკანასკნელი გახლავთ ლეგენდარული სამანტას შემცვლელი.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by SJP (@sarahjessicaparker)

50 წლის არი პარკერის პერსონაჟის შესახებ არც თუ ისე ბევრი დეტალია ცნობილი, სერიალის ანონსში ცნობილია, რომ მის პერსონაჟს ლიზა ტოდ უეკსლერი ჰქვია, ის რეჟისორ-დოკუმენტალისტი და სამი შვილის დედაა. ერთი შეხედვით ლიზა თავისუფალი სამანტა ჯონსის ნამდვილი ანტიპოდია.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by SJP (@sarahjessicaparker)

საინტერესოა რა ისტორია ექნებათ Sex and the City-ს გოგოებს არი პარკერის პერსონაჟთან, ის მათი ძველი მეგობრის ამპლუაში მოგვევლინება თუ ბოლო წლებში გაჩენილი ადამიანი იქნება სამეულის ცხოვრებაში, ამას მხოლოდ სერიალის ახალი ნაწილის გამოსვლის შემდეგ შევიტყობთ.

ზევით