#ცნობილები

ანჯელინა ჯოლი ბრიტანული Vogue-ის გარეკანს ამშვენებს

გაზიარება:

ამერიკელი მსახიობი და ექვსი შვილის დედა, ანჯელინა ჯოლი, ბრიტანული გამოცემა Vogue-ის მარტის ნომრის გარეკანს ამშვენებს. ეს იმ იშვიათ შემთხვევებს მიეკუთვნება, როდესაც ანჯელინამ საკუთარი სახლის კარი მედიას და მათთან ერთად ჩვენც გაგვიღო და საკუთარ სივრცეში შეგვახედა. კრეიგ მაკდინის ობიექტივში პოზირებისას, ენჯიმ არა ერთი ცნობილი ბრენდის სამოსი მორიგო, ედუარდ ენინფულთან საუბრისას კი ისეთ პირადულ თემებზე ისაუბრა, როგორიცაა შვილების აღზრდა, წარსული ტრამვების მოშუშება და ცხოვრებით ტკბობა.

ძალიან ბევრი რამ გამოვიარე, თუმცა ყოველთვის ვცდილობ იმედიანად ვიყო

ანჯელინა ჯოლი მთელი არსებით ცდილობს იყოს ტრადიციული დედა, თუმცა ეს მისი შინაგანი ბუნებისგან რადიკალურად განსხვავდება, ამიტომ ყოველ დღე უწევს გამოიმუშაოს საჭირო უნარები, რაშიც შვილებიც ეხმარებიან. "მშვიდად ყოფნა არასოდეს გამომდიოდა კარგად. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი შვილის ყოლა მსურდა, ეს ყოველივე ჯეინ გოდოლის მსგავსად წარმომედგინა, სადღაც, ჯუნგლებში სეირნობის მსგავსად. არასოდეს მიფიქრია დედობაზე ტრადიციული კუთხით და ვგრძნობ როგორ განვიცდი ამ უნარების ნაკლებობას".

ვგრძნობ, რომ  მე და ჩემი შვილები ერთი გუნდი ვართ. შესაძლოა ეს კლიშედ ჟღერდეს, მაგრამ ასეა. ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი და მაქსიმალურად ვცდილობთ.

ცხოვრების მთავარ სიყვარულთან დაშორების შემდეგ, ანჯელინას საკმაოდ რთული პერიოდის გამოვლა მოუწია, ამის შესახებ ენჯი ძალიან იშვიათად საუბრობს, ყოველ ჯერზე ლაკონიურია, თუმცა სათქმელს საოცრად გულწრფელად გადმოსცემს. "გასული წლები საკმაოდ რთული იყო ჩემთვის. მთლიანად ოჯახის განკურნებაზე ვიყავი ფოკუსირებული".

ნელნელა ყველაფერი თავის ადგილს უბრუნდება, თითქოს ყინულმა დნობა დაიწყო, სისხლი კი ჩემს სხეულს უბრუნდება

ანჯელინამ მოახერხა და თავისი პერსონაჟის, მალეფისენტას მსგავსად ფერფლიდან აღდგა, ყველაზე რთული დღეების გამოვლისა და გამოუვალი სიტუაციებიდან გამოძრომის შემდეგ, ჯოლი ცდილობს საკუთარი ასაკით, შვილებთან ყოფნითა და მათთან ურთიერთობით დატკბეს.

ზევით