#მოდა

ანჯელინა ჯოლი აეროპორტის სტილს მოდაში აბრუნებს

გაზიარება:

ისეთი შეგრძნება გვაქვს, თითქოს აეროპორტის სტილი კორონამდელ ცხოვრებას ჩაბარდა წარსულში, თუმცა მთლად ასეც არ არის. 46 წლის ჰოლივუდელმა ლამაზმანმა ანჯელინა ჯოლიმ აეროპორტის სტილის ხიბლი კვლავიდებურად დაგვიბრუნა. პაპარაცებმა მსახიობი ჯონ კენედის საერთაშორისო აეროპორტში მიმავალი დააფიქსირეს.

ანჯელინა ჯოლი ტრენდებისთვის დროს არასდროს კარგავდა, მსახიობის გარდერობი ყოველთვის დახვეწილი, ელეგანტური სილუეტებისგან შედგება და უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ჯოლის თავისი რჩეულები ჰყავს მოდის სამყაროში. აეროპორტის სტილისთვის ენჯიმ Dior-ის კრემისფერი მოსაცმელი, Celine-ის ჩანთა, განიერი ცისფერი შარვალი და Valentino-ს სანდლები მოირგო.

მიუხედავად იმისა, რომ ანჯელინა ტრენდების მიმდევარი თავად არ გახლავთ, ტრენდებმა ის თავად იპოვეს, 2021 წლის ერთ-ერთი მთავარი ჰიტი ხომ სწორედ გაშლილი, თავისუფალი სტილის ჯინსის შარვლებია, რომლებიც შეგვხვდა ყველგან და ყველაზე. ამ სტილის შარვალი მოირგო როგორც მარკ ჯეიკობმა ასევე ჯიჯი ჰადიდმა და ანჯელინა ჯოლიმაც კი.

VLOGO slide sandals 

 

ყიდვა

ზევით