ანჯელინა ჯოლი ავღანელი გოგოს წერილს გვიზიარებს

დღეიდან, შეგიძლიათ Instagram-ზე ანჯელინა ჯოლის გამომწერი გახდეთ, მსახიობი და გაეროს კეთილი ნების ელჩი სოციალურ პლატფორმას ავღანეთში მიმდინარე მოვლენების მიმართ ყურადღების გასაძლიერებლად შეუერთდა და ერთ ღამეში დაგროვებული რეკორდული გამომწერების რაოდენობით, ეს ნამდვილად მოახერხა.

მსახიობმა და ჰუმანიტარმა, საკუთარი გვერდი გუშინ შექმნა და პირველი რაც საზოგადოებას გაუზიარა, ეს ავღანელი გოგონას წერილი გახლდათ.

"ამ წუთებში, ავღანელმა ადამიანებმა სოციალურ მედიაში კომუნიკაციის საშუალება დაკარგეს, მათ აღარ შესწევთ იმის ძალა, რომ თავიანთი აზრი თავისუფლად გაგვიზიარონ. სწორედ ამიტომ მე შემოვუერთდი Instagram-ს, რათა მათი ისტორიების და ხმების წარმომადგენელი გავხდე, იმ ადამიანების, რომლებიც არსებით ადამიანურ უფლებებს კარგავენ" - დაწერა ანჯელინამ პირველი პოსტის აღწერაში.

ჩვენ ყველას გვქონდა უფლებები, ჩვენ გვქონდა უფლება გამოგვეხატა პროტესტი ხმამაღლა, ახლა როდესაც ისინი მოვიდნენ, ჩვენ გვეშინია და ისეთი შეგრძნება გვაქვს, თითქოს ყველა ოცნება წაგვართვეს - ნათქვამია წერილში.

ანჯელინა ჯოლიმ, ისე როგორც, არავინ სხვამ, კარგად იცის მიგრანტთა პრობლემების შესახებ, მსახიობი კარგად იცნობს ახლო აღმოსავლეთის, სამხრეთ ამერიკისა და აფრიკის ქვეყნებში არსებულ სიტუაციებს. ანჯელინამ წლების განმავლობაში ბევრი იმოგზაურა ლტოლვილთა ბანაკებში, მათ შორის ბანგლადეშში, თურქეთში, პერუში, მალტასა თუ ლიბანში, გაეროს კეთილი ნების ელჩის ამპლუაში ანჯელინა, 2018 წელს ერაყის ქალაქ მოსულსაც ესტუმრა.

ზევით