ანჯელინა ჯოლი ავღანელი ქალის წერილს გვიზიარებს

გაზიარება:

46 წლის ამერიკელი მსახიობი და გაეროს კეთილი ნების ელჩი, ანჯელინა ჯოლი სოციალურ ქსელს დიდი მიზნისთვის შეუერთდა. რამდენიმე თვის წინ მსახიობის ოფიციალური Instagram გვერდი გამოჩნდა, რომელიც ანჯელინამ ავღანეთში მიმდინარე მოვლენების მიმართ ყურადღების გასაძლიერებლად შექმნა. ჰუმანიტარმა პირველ პოსტად ავღანელი გოგოს წერილი გაგვიზიარა, რომელიც უფლებების გარეშე დარჩენილი ქალებისა და გოგოების შესახებ გვიამბობდა.

ანჯელინა ჯოლის პირად გვერდზე კიდევ ერთი ახალი წერილი გამოჩნდა, ამჯერად წერილის ავტორი ავღანელი ქალია, რომლის ვინაობასაც მსახიობი შეგნებულად ანონიმურად ტოვებს. „ქალებს უფლებები წაერთვათ, მათ ქვეყანაში არაფრის გაკეთება აღარ შეუძლიათ. არ ვიცი ოდესმე სახლიდან გასვლას ან ლაპარაკს თუ შევძლებ, მხოლოდ იმიტომ, რომ გოგო ვარ“ - ნათქვამია წერილში.

„ვგრძნობ, რომ ქალებს ხმის ამოღების უფლება აღარ აქვთ, ჩვენ  ის წაგვართვეს... ქალებს მშვიდობიან საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვისაც კი აპატიმრებენ“ - ვკითხულობთ წერილში.

„გთხოვთ, თვალყური ადევნოთ ავღანეთში მიმდინარე მოვლენებს, სადაც ახალგაზრდა ქალები ღამით იარაღის მუქარით საკუთარი სახლებიდან  მიჰყავთ და უჩინარდებიან, მათი უფლებებისა და თავისუფლების შესაზღუდად კი დღითიდღე ახალი შეზღუდვები წესდება“ - დაწერა ანჯელინამ პოსტის აღწერაში.

„გთხოვთ, დავრწმუნდეთ, რომ მათ არ დაივიწყებენ“ - აღნიშნა გაეროს კეთილი ნების ელჩმა და ახალ პოსტში, ქალთა უფლებების დამცველი ის ავღანელი გოგოებიც მოიხსენია, რომლებიც ამ დროისთვის დაკარგულად ითვლებიან მათ შორის ალია აზიზი, ფარვანა იბრაჰიმხელი, მურსალ აიარი და ზაჰრა მოჰამადი, თამანა ზარიაბ ფარიანი და მისი სამი და.

ანჯელინა ჯოლიმ, ისე როგორც, არავინ სხვამ, კარგად იცის მიგრანტთა პრობლემების შესახებ, მსახიობი კარგად იცნობს ახლო აღმოსავლეთის, სამხრეთ ამერიკისა და აფრიკის ქვეყნებში არსებულ სიტუაციებს. ანჯელინამ წლების განმავლობაში ბევრი იმოგზაურა ლტოლვილთა ბანაკებში, მათ შორის ბანგლადეშში, თურქეთში, პერუში, მალტასა თუ ლიბანში, გაეროს კეთილი ნების ელჩის ამპლუაში ანჯელინა, 2018 წელს ერაყის ქალაქ მოსულსაც ესტუმრა.

ზევით